დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის აშენდება თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის მოედანი

როდის აშენდება თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის მოედანი

13-09-2023 11:58:22

მთავრობა თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის მოედნის მშენებლობაზე მუშაობას აგრძელებს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიერ გამოცხადებული ახალი ტენდერიდან ირკვევა, რომ ყინულის მოედანი 2 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს. როგორც სატენდერო წინადადებიდან ირკვევა, ყინულის მოედანი თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე აშენდება.

მიწის ნაკვეთის ტერიტორიის საერთო ფართი შეადგენს 16,112.00 მ 2 , რომელზეც უნდა დამუშავდეს ტერიტორიის კეთილმოწყობის და შენობის არქიტექტურის პროექტი (ნაკვეთზე განსაზღვრული საპროექტო არეალის მიხედვით კ-1, კ-2 და კ-3 კოეფიციენტების გათვალისწინებით). 

ყინულის სასახლე უნდა წარმოადგენდეს ერთიანი არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურას, ის უნდა შედგებოდეს ორი დამოუკიდებელი სპორტული მოედნისგან: ერთი ძირითადი და ერთი სავარჯიშო მოედნით; ორივე მოედნისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს, თვისობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ერთიანი საინჟინრო, საკომუნიკაციო, მართვის და უსაფრთხოების სისტემა, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი;

საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს პარკინგის ოთხი სივრცე, პირველი ვიზიტორთათვის რომელიც შესაბამისობაში იქნება სტანდარტებით გათვალისწინებულ ვიზიტორთა რაოდენობასთან (არანაკლებ 200 ერთეულზე), მეორე ადმინისტრაციული; მესამე VIP და მეოთხე შესაბამისი ღონისძიების წარმომადგენლობა გუნდები და კლუბები; პარკირების ოთხივე სეგმენტს უნდა გააჩნდეს დაშვების ავტონომიური სისტემები (ტურნიკეტები შლაგმაუმები და ა.შ.);

პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის გამწვანება, სარწყავი სისტემები, დაშვების სისტემები, სამეთვალყურეო სისტემები, ტერიტორიის შემოღობვის და ტერიტორიის განათების მოწყობის სამუშაოები.

დასაპროექტებელი ობიექტი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში მოქმედ, დარგის შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ნორმებსა და თუ წესებს. შენობა სრულად ადაპტირებული უნდა იყოს შშმ-პირებზე, პროექტი სრულ თანხვედრაში უნდა იყოს „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტთან. პროექტის მომზადებისას გათვალისწინებული იყოს მოქმედი სამშენებლო წესების და ნორმების მოთხოვნები (მაგრამ არ შემოიფარგლება):

პროექტის სატენდერო ბიუჯეტი 50 000 000 ლარია. 

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ყინულის სასახლის (ყინულის მოედნით) მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

აღსანიშნავია, რომ ეს მოედნის მშენებლობისთვის გამოცხადებული უკვე მეორე ტენდერია. წინა ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, თუმცა სამივე მათგანის დისკვალიფიცირება მოხდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები