დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის აღდგება სავალუტო ფონდის პროგრამა - ნათია თურნავას განმარტება

როდის აღდგება სავალუტო ფონდის პროგრამა - ნათია თურნავას განმარტება

31-01-2024 12:35:00

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია, არა მხოლოდ პროგრამის აღდგენის დაჩქარებაზე, რაც რა თქმა უნდა ჩვენი პრიორიტეტი არის და სავალუტო ფონდისაც, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა ტექნიკური დახმარების ფარგლებში სხვადასხვა პროექტზე. 

„ეს არ შეფერხებულა და უფრო მეტიც ახალი პროექტებიც დაემატა, ასევე ფისკალურ ნაწილში რაიმე შეფერხება არ არის, იმიტომ რომ სხვადასხვა დონორები განაგრძობენ პროგრამებს შეფერხების გარეშე და ეს მეტყველებს პოზიტიურ მოლოდინზე, რაც სსფ-შიც არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. 

მარტში იგეგმება ერთ-ერთი მორიგი შეხვედრა. სსფ-ს მისია ესტუმრება საქართველოს სხვადასხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერებაზე. გვაქვს ამ ინფორმაციის მიმოცვლა სავალუტო ფონდთან.

გვექნება წლის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრის შესაძლებლობა შეხვედრის, განხილვის და პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. კონკრეტულ ვადებზე საუბარი ძალიან რთულია, მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ მთლიანობაში მიმართება პოზიტიურია, რამაც ასევე კარგი ასახვა ჰპოვა წამყვანი სარეიტინგო კომპანიების შეფასებაში“, - განაცხადა თურნავამ.     

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები