დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის აღდგება ჰუსეტების მიერ დაზიანებული ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელები

როდის აღდგება ჰუსეტების მიერ დაზიანებული ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელები

29-02-2024 10:30:00

იემენის ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ჯედასა და აღმოსავლეთ აფრიკის ჯიბუტის შორის, წითელ ზღვაში ოთხი წყალქვეშა კაბელი დააზიანეს.

Globes-ის მიხედვით, საუბარია კომპანიების AAE-1-ის (აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას ევროპას ეგვიპტის გავლით), Seacom-ის (აკავშირებს ევროპას, აფრიკას, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკას), EIG-ის (აკავშირებს სამხრეთ ევროპას ეგვიპტესთან, საუდის არაბეთთან, ჯიბუტისთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და ინდოეთი) და TGN-ის (აერთებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს) კაბელებზე.

აღნიშნულმა თავდასხმამ, ევროპასა და აზიას შორის ინტერნეტ კომუნიკაციაში დიდი შეფერხება გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზარალდა ყურის ქვეყნები და ინდოეთი. როგორც Globes-ი წერს, ზარალი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა კრიტიკული, ვინაიდან აზიის, აფრიკისა და ევროპის დამაკავშირებელი სხვა კაბელები იმავე რეგიონში გადის. 

დაზიანების გამოსწორებას და აღდგენას შეიძლება დაახლოებით 2 თვე დასჭირდეს. სატელეკომუნიკაციო კომპანიები იძულებულნი იქნებიან მოძებნონ ისინი ვინც დათანხმდება ამ სამუშაოს შესრულებას და, სავარაუდოდ, რისკებისთვის მაღალი პრემიის გადახდაც მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვრის ღამეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ჰუსიტთა მეამბოხეების წინააღმდეგ დარტყმების სერია განახორციელეს. საზღვაო კოალიცია  სახელწოდებით Operation Prosperity Guardian  2023 წლის დეკემბერში წითელ ზღვაში გემების დასაცავად შეიქმნა.

შეერთებული შტატების მეთაურობით კოალიციის ძალებმა დარტყმა განახორციელეს 60-ზე მეტი სამიზნე 16 ლოკაციაზე, სადაც ჰუსიტი მებრძოლები არიან განლაგებული, - იტყობინება აშშ-ს ცენტრალური სარდლობის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექს გრინკევიჩი.

მისი თქმით, ჰუსიტების აქტივები მოიცავს სამეთაურო და საკონტროლო დანაყოფებს, საბრძოლო მასალას, საწყობებს, გამშვებ სისტემებს, საწარმოო ობიექტებს და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები