დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რითეილისთვის პურზე ფასნამატის კორექტირება არავის უთხოვია - სოფიო ქაშაკაშვილი

რითეილისთვის პურზე ფასნამატის კორექტირება არავის უთხოვია - სოფიო ქაშაკაშვილი

03-04-2023 16:20:00

რამდენიმე დღეში საქართველოში პური 10 თეთრით გაიაფდება. როგორც ჩანს აღნიშნულ საკითხზე მთავრობასა და პურის მწარმოებელ ბიზნესს შორის შეთანხმება მიღწეულია.

როგორც Busiess Insider Georgia-ს რითეილ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა განაცხადა, ასოციაციას აქვს უკვე იმ მწარმოებლების სია, რომლებიც პროდუქციაზე ფასს დააკლებენ. თუმცა კონკრეტულად როდიდან გაიაფდება პური რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა არ იცის.

სოფიო ქაშაკაშვილი აცხადებს, რომ როგორც კი მწარმოებლები ახალი ფასით შემოიტანენ პურს, დაკლებული ფასიც იმავე დღესვე აისახება დახლებზე.

„დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გვქონდა კომუნიკაცია და მათ გამოგვიგზავნეს პურის მწაროებლების კონკრეტული ჩამონათვალი, რომლებიც თავის მხრიდან ფასს დააკლებენ. თუმცა რითეილისთვის არ უთხოვიათ ფასნამატის კორექტირება. მე ვკითხე კიდეც, ფასდაკლების გაკეთება ჩვენი მხრიდანაცაა საჭირო? და არაო“, - აცხადებს რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, წარმოება პურის გასაიაფებლად მზადაა. 

„ვფიქრობ, წარმოება ფასის შესამცირებლად მზადაა, მაგრამ რითეილი რას იზამს ეს არ ვიცი. ჩვენ პურს 10 თეთრით უფრო იაფად მივაწვდით და ვნახოთ რას იზამენ“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მისი განმარტებით, დღეს 1 ტომარა ფქვილი 54 ლარი ღირს. მაღაზია კი 500 გრამიან პურს 1,5 ლარად ყიდის.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, წარმოება პურის გასაიაფებლად მზადაა. დღეს რითეილს 500 გრამიანი პური ქარხნიდან 1,10 ლარად გააქვს და მაღაზიებში 40 თეთრიანი ფასნამატით ყიდის, რაც საკმაოდ მაღალია. ახლა ამ მოცულობის პურს ქარხნები 1 ლარად გაყიდიან“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ფქვილის ფასის შემცირება, პურის ღირებულებაზე უნდა აისახოს.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიკამენტების, სურსათისა და საწვავის ფასების კლების დინამიკაზე საუბრისას განაცხადა. 

„გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე, საწვავზე. ასევე საუბარი გვქონდა პურის მწარმოებლებთან და მოლოდინი გვაქვს, რომ მათგანაც შესაბამისად იქნება ასახვა, რადგან ფქვილის ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. შესაბამისად, ეს პურის ფასზე უნდა აისახოს.

ოთარ შამუგია ესაუბრა ამ დარგის წარმომადგენლებს და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები