სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე), რომელიც 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ფინანსური გაჯანსაღების ტენდენციას ინარჩუნებს.
როგორც ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია აღნიშნული, 2022 წელს კომპანიის წმინდა მოგება 304 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც გამოიწვია კომპანიის მიერ გადაცემული ელექტროენერგიის (მათ შორის, ტრანზიტული ელექტროენერგიის) და ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობის ზრდის შედეგად შემოსავლების ზრდამ და ამ შემთხვევაშიც კურსთაშორისი სხვაობით მიღებულმა მოგებამ ( 168 მლნ ლარი).
2022 წლის ბოლოსთვის სსე-ს აქტივებმა 1.701 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2021 წლისთვის 1.490 მლნ ლარის დონეზე იყო. 2022 წელს სსე-ს ვალდებულებებმა 1.198 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალმა 503 მლნ ლარი.
სსე-ს 2022 წელს 539 მლნ დოლარის შემოსავლები უფიქსირდება, ხოლო წმინდა მოგება 304 მლნ ლარის დონეზე.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის შემოსავლის ნაწილი რეგულირებულია რეგულატორის მიერ.
სსე ახორციელებს სისტემის ტექნიკურ მართვას ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის უფლების გარეშე, გადასცემს საქართველოში წარმოებულ ან იმპორტირებულ ელექტროენერგიას სადისტრიბუციო ენერგოკომპანიებს, პირდაპირ მომხმარებლებს ან მეზობელი ქვეყნების ელექტროსისტემებს. ასევე, უზრუნველყოფს საერთაშორისო და შიდა ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას.
უახლესი
9 წუთის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება