დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - ფინანსთა მინისტრის პასუხი

რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - ფინანსთა მინისტრის პასუხი

15-09-2023 13:26:45

გადავხედეთ იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომელიც ქვეყანაში წლის დასაწყისში გვქონდა დაგეგმილი და ის გაუმჯობესდა, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდება ბიუჯეტის, როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრების კორექტირება, ასევე მოხდება ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება საგადასახადო შემოსავლების ზრდის მიმართულებით, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი. ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ გასული 6 თვის განმავლობაში, ექსპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია 19.3 %-ით და ეს 3.1. მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

„ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ზრდა გვაქვს დაახლოებით 58%-მდე, 1.8 მლრდ ლარი, რაც 23%-ით აღემატება პანდემიამდელ მდგომარეობასაც კი. ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს 10%-იანი ზრდა, პირველ ექვს თვეში, შესაბამისად, ასევე 6 თვის ეკონომიკური ზრდა არის 7.6%. ჩვენ გვქონდა ბიუჯეტი დაგეგმილი 5.5 % -იან ეკონომიკურ ზრდაზე და იქიდან გამომდინარე, რომ ვზრდით ჩვენს პროგნოზს 6.5%-მდე, აღნიშნულმა საშუალება მოგვცა, რომ დამატებით თანხები გამოგვეყო სხვადასხვა მიმართულებით“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

ლახა ხუციშვილი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება 6.5%-მდე.

„შემცირებულია ინფლაციის წლიური საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც შეადგენს 2.6%-ს. ხოლო თქვენ იცით, რომ ბოლო თვეში 0.9% დაფიქსირდა ინფლაციის მაჩვენებელი. 77.8 მლრდ ლარის საპროგნოზო მაჩვენებელი იქნება ლარში გამოხატული მთლიანი შიდა პროგნოზი, მიმდინარე წელს და ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 19.4 მლრდ ლარის ოდენობით. ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი უცვლელი რჩება და ის შეადგენს 2.8%, ხოლო რაც შეეხება ვალს, ის 40%-ზე დაბლა ნარჩუნდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმის მაჩვენებელი იზრდება 835 მლნ ლარით და განისაზღვრება 21.64 მლრდ ლარით. საგადასახადო შემოსავლები იზრდება 520 მილიონი ლარით და შეადგენს 19.4 მლრდ ლარს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები