დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რის ხარჯზე გაზარდა საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი - დავით ნარმანიას განმარტება

რის ხარჯზე გაზარდა საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი - დავით ნარმანიას განმარტება

22-05-2023 18:30:59

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი მაქსიმუმზეა. როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, გასულ წელთან შედარებით ქვეყანას ელექტროენერგიის წარმოებისთვის უკეთესი მეტეოროლოგიური პირობები ჩამოუყალიბდა და შესაბამისადაც საქართველომ ექსპორტზე შედარებით მეტი ელექტროენერგია გაიტანა. 

„წელს ზაფხულის პერიოდში აქტიური ნალექები იყო, როგორც წვიმის სახით ასევე თოვლის დნობის მიმართულებით. ამ ფონზე ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და შესაბამისად ამით არის განპირობებული ის, რომ გაჩნდა უფრო მეტი რაოდენობით საექსპორტო ელექტროენერგია“, - აცხადებს დავით ნარმანია.

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 6101%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ექსპორტზე  12,331.03 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაიტანა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნიდან 198.85 ათასი დოლარის ელექტროენერგია იყო იმპორტირებული. 

საქსტატისვე მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 167,657.00 ათასი ათასი კვტ/სთ ელექტროენერგია გაყიდა, 2022 წლის ოთხ თვეში კი 2,742.2 ათასი ათასი კვტ/სთ-ის. შესაბამისად ზრდა 6014%-ია. 

საქართველოსთვის ელექტროენერგიის ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყანა თურქეთია. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები