რეზო თურნავას ფონდმა სქილვილში სწავლა ექვს სტუდენტს სრულად დაუფინანსა.
ფონდის მიზანია გაზარდოს ხარისხიანი ციფრული განათლების ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩართოს ახალგაზრდები მაღალანაზღაურებად პროფესიებში
ფონდის საქმიანობა გულისხმობს მოწყვლადი ჯგუფების განათლებისა და კარიერული განვითარების დაფინანსებას, რომელთაც აქვთ სურვილი ისწავლონ პროგრამირება და ციფრული პროფესიები, თუმცა არ აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა.
ამ მიზნით, რეზო თურნავას სახელობის ფონდში უკვე გაწევრიანდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები და ბიზნეს ორგანიზაციები, როგორიცაა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), Lineate, არქი, თეგეტა, Terminal, Phubber, HT Solutions.
რეზო თურნავა (1960 - 2024) პროფესიით ექიმი იყო. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანების დახმარებას და ქველმოქმედებას ეწეოდა, მის სახელს უკავშირდება არაერთი ადამიანისთვის ხელის გამართვა და გზაზე დაყენება, მათ შორის სწავლის დაფინანსება.
მისი გარდაცვალების შემდეგაც, ოჯახის გადაწყვეტილებით, გაგრძელდება ის საქმე, რომელსაც ის ისედაც ემსახურებოდა. რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი, ახალგაზრდების განათლებას სრულად დააფინანსებს. ფონდს ბიზნესის წარმომადგენლები და კერძო პირები შემოუერთდებიან.
უახლესი