საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა სავალუტო რეზერვების დაგროვებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 6 მაისის მდგომარეობით 2.4834 GEL/$1 შეადგენს. 2023 წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტა 7,4%-ით გამყარდა.
„სწორი პოლიტიკაა, როცა გვაქვს ასეთი დროებითი ფაქტორები და დროებითი შემოდინება ეკონომიკაში და ამ ფაქტორს მაინც დროებით აღვიქვამთ, რეზერვები უნდა დაგროვდეს, რათა თანხების გადინების შემთხვევაში საკმარისი გვქონდეს“, - განაცხადა ლეჟავამ. .
მისი თქმით, ამ წუთებში, გარდა მიგრანტების გავლენისა და ფულის შემოდინებისა, ლარზე ბოლო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების გაზრდის ტენდენციაც მოქმედებს.
„როგორც ჩანს, ლარის გამყარებასთან დაკავშირებით მოლოდინებმა უფრო მეტი მეანაბრე გადაიყვანა უცხოური ვალუტიდან ლარზე, რაც ასევე მოქმედებს გაცვლის კურსზე“, - განაცხადა ლეჟავამ.
2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
მარტში რეზერვები გაიზარდა 283,6 მლნ დოლარით, ხოლო წლის დასაწყისიდან - 102,3 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს უკავშირდება.
რეზერვები 2022 წელს 628,1 მილიონი დოლარით, ხოლო 2021 წელს 361,3 მილიონი დოლარით გაიზარდა.
უახლესი
21 წუთის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო57 წუთის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინას ახალი საექსპორტო ბაზარი