თბილისის შემდეგ, re:school ბათუმშიც გაიხსნა. როგორც Business Insider Georgia-თან re:school-ის დამფუძნებელმა სალომე მგელაძემ განაცხადა, re:school-მა ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესთან“ პარტნიორობით, ახალი ფილიალი გახსნა, რომელიც ფარნავაზ მეფის N73-ში მდებარეობს.
ბათუმის re:school-ში პირველმა ჯგუფმა სწავლა 7 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა ახალი ჯგუფების დაკომპლექტებისთვის რეგისტრაცია ისევ მიმდინარეობს.
„ბათუმის ფილიალი ოფიციალურად 1-ელ ოქტომბერს გავხსენით და 7 ოქტომბერს დაიწყო სწავლა. ჯერჯერობით ერთი ჯგუფია მოქმედი და დანარჩენი მოლოდინის რეჟიმშია, რეგისტრაცია მიმდინარეობს და მალე დავამატებთ ახალი ჯგუფებიც გაიხსნება.
არსებულ ჯგუფში 25 ბავშვია. 12-15 წელზე 25-კაციანი ჯგუფები გვეყოლება, ხოლო 9-11 წელზე 15-კაციანი. მაგრამ ყველა ჯგუფს ასისტირებას უწევს განათლების ფსიქოლოგი. ანუ მენტორის გარდა არის განათლების ფსიქოლოგი, რომელიც ჩართულია პროცესში, რათა ბავშვები მაქსიმალურად მონაწილეობდნენ საგაკვეთილო პროცესში და ინკლუზიური გარემო იყოს მათთვის შექმნილი. ვებ-პროგრამირების მიმართულებით სწავლა უკვე დაიწყო. ჯერჯერობით ეს მოდულია ყველაზე მოთხოვნადი ბათუმში.
ბათუმში re:school-ის გახსნაზე გვყავდა 60-70 სტუმარი, მინდა გითხრათ, რომ სასწავლო კურსზე ყველა დარეგისტრირდა. მნიშვნელოვანია, ასეთი პერსონალური კონტაქტი. სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისიდან უკვე ახალ ჯგუფებს დავამატებთ“, - აღნიშნა re:school-ის დამფუძნებელმა.
სალომე მგელაძის განმარტებით, უახლოეს ხანებში re:school-ი ახალ მოდულსაც დაამატებს.
„მალე re:school-ში ახალი მოდული გვექნება, ესაა ხელოვნური ინტელექტი. AI-ზე ინტერესი და მოთხოვნა დიდია. ასევე მნიშვნელოვანია, ბონუს შეხვედრები, რომელიც ყველა მოდულს მოჰყვება. როგორც იცით, ჩვენს ძირითად მოდულებს დამატებით მოჰყვება ბონუს შეხვედრები, სადაც ვასწავლით ბიზნესის დაწყებას, ცხოვრების დაგეგმვას, ინვესტიციების მოვიზიდვას, ფულის შოვნის გზებს, ტექნოლოგიებს და ასე შემდეგ.
ბონუს შეხვედრა ყველა ბავშვის ინტერესზეა მორგებული, რომელიც მოდის re:school-ში. რა მოდულიც არ უნდა აირჩიოს, ყველას მოჰყვება ბონუს შეხვედრა, რომლის დროსაც 4-5 საკითხზე შეხვედრას პავლე მგელაძეც ( re:invent -ის დამფუძნებელი) ატარებს“, - აღნიშნა სალომე მგელაძემ.
re:school-ში ბონუს შეხვედრები იმართება შემდეგ თემებზე:
1. კიბერუსაფრთხოება;
2. ემოციური ინტელექტი;
3. ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი მნიშვნელობა;
4. სტრესის მენეჯმენტი;
5. ჩემი ბალანსი ონლაინ სამყაროში;
6. ცხოვრების დაგეგმვა;
7. როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი;
8. სხეულის ენა - როგორ შევცვალოთ საკუთარი განწყობა სხეულის ენის სწორი მართვით;
9. ფულის ისტორია და მისი ევოლუცია კრიპტოში;
10. ფულის შოვნის გზები ტექნოლოგიებით;
11. ხელოვნური ინტელექტი;
12. პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი - გამოცდილების გაზიარება;
13. ChatGPT - ის სწორი გამოყენება;
14. რობოტიკის ვორკშოპები;
15. ციფრული ინოვაციური ხელოვნება;
16. მედია და ინფორმაციული წიგნიერება;
17. წარმატებული სტარტაპერების გამოცდილების გაზიარება;
18. პითონი;
19. Pitch Deck - ის მომზადება და ინვესტიციების მოზიდვა;
20. სმარტ ტექნოლოგიები;
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება