დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
re:school-ში სწავლაზე დიდი მოთხოვნაა და დეკემბრიდან ახალი ჯგუფების დამატებაც იგეგმება - სალომე მგელაძე

re:school-ში სწავლაზე დიდი მოთხოვნაა და დეკემბრიდან ახალი ჯგუფების დამატებაც იგეგმება - სალომე მგელაძე

23-11-2023 11:10:14

მსურველებს re:school-ში უფასოდ სწავლების შესაძლებლობა ეძლევათ, თუმცა ამისთვის მათ ესეების კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში re:school-ი მათ უფასოდ განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

როგორც Business Insider Georgia-თან re:school-ის დამფუძნებელმა სალომე მგელაძემ განაცხადა, re:school-ში სწავლაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და დეკემბრიდან ახალი ჯგუფების დამატებაც იგეგმება.

სალომე მგელაძის თქმით, მათ მიერ გამოცხადდა ესეების კონკურსი და გამარჯვებული re:school-ში ვებ პროგრამირებას 18 თვის განმავლობაში, უფასოდ ისწავლის.

„re:school-ში 12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის ესეების კონკურსი გამოვაცხადეთ. კონკურსი გამოვაცხადეთ თემაზე "რატომ უნდა ვისწავლოთ ტექნოლოგიები" და საუკეთესო ესეს ავტორი დეკემბრიდან, როდესაც ახალი ჯგუფები დაემატება, უფასოდ ისწავლის re:school-ში. კონკურსის გამარჯვებული გაივლის 18 თვიან კურსს, ანუ საუბარია ვებ პროგრამირების სწავლაზე და პლუს რბილი უნარების გამომმუშავებელი მოდულები რაც გვაქვს. ანუ 18 თვიან პროგრამირების კურსი პლუს 18 ბონუს მოდული, 18 თვიანი პროგრამა ანუ 8000 ლარს ვუფინანსებთ ვინც იქნება საუკეთესო ესეს ავტორი. დედლაინი არის 30 ნოემბრამდე. 

 https://shorturl.at/asHR6

სამომავლოდ მსგავსი პროექტების გაგრძელებას განვიხილავთ. ჩვენ ისედაც სოციალურად დაუცველებისთვის, ვისაც გადახდის საშუალება არ აქვს გამოყოფილი კვოტა გვაქვს და ისედაც სწავლობენ re:school-ში, მაგრამ პერიოდულად სხვებსაც ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ჩვენთან ისწავლონ“, - აღნიშნა სალომე მგელაძემ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები