დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეკომენდაციებს ვაძლევთ საქართველოს, რომ უფრო დინამიკურად იაროს, რათა იყოს მიმზიდველი ადგილი ინვესტიციებისთვის, ბიზნესის საკეთებლად -  IMF-ის წარმომადგენელი

რეკომენდაციებს ვაძლევთ საქართველოს, რომ უფრო დინამიკურად იაროს, რათა იყოს მიმზიდველი ადგილი ინვესტიციებისთვის, ბიზნესის საკეთებლად - IMF-ის წარმომადგენელი

18-03-2024 16:24:00

ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი ბევრ ფრონტს უხსნის საქართველოს და ბევრ პერსპექტივას ეკონომიკური თვალსაზრისით, - ამის შესახებ IMF-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალიმ სებ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეკონომიკური რეფორმები, ევროკავშირთან ინტეგრაციის მისწრაფების გზაზე უნდა გაგრძელდეს. ეს უნდა ემყარებოდეს მოწინავე პრაქტიკასა და საღ პრინციპებს. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საქართველოს, რომ ძალიან ფრთხილი იყოს სავალუტო პოლიტიკის მოდერნიზაცია. კარგად უნდა იყოს ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ აწონილი. ფისკალური პოლიტიკა კარგად მიდის, ეს აჩვენებს, რომ ყველაფერი ისე ვითარდება როგორც საჭიროა.

უნდა იყოს გარკვეული ზომიერი პოლიტიკა ხარჯების ნაწილში გატარებული. ეროვნული ბანკი იღებს უსაფრთხოების ზომებს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მფლობელობის ქვეშ საწარმოების კანონის რეფორმა მოხდეს.

ჩვენ რეკომენდაციებს ვაძლევთ საქართველოს, რომ უფრო დინამიკურად იაროს, რათა იყოს მიმზიდველი ადგილი ინვესტიციებისთვის, ბიზნესის საკეთებლად, რაც დაეხმარება საქართველოს რომ ტექნოლოგიურ ცვლილებებს აუწყოს ფეხი. აქ მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, განათლება, კვლევა, მეცნიერების განვითარება. ასევე სოფლის მეურნეობის განვითარება, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონკურენტუნარიანობა იზრდებოდეს“, - აღნიშნა IMF-ის წარმომადგენელმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები