დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებას ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს, საგარეო შოკებიდან დაცული უნდა იყოს ქვეყანა - ლადო პაპავა

რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებას ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს, საგარეო შოკებიდან დაცული უნდა იყოს ქვეყანა - ლადო პაპავა

25-10-2023 18:30:51

რეფინანსირების განაკვეთის იგივე დონეზე შენარჩუნებას ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს, რადგანაც განუზღვრელობა არის ძალიან დიდი და როცა არიცი რა საფრთხეებია მოსალოდნელი, სჯობს იმოქმედო ფრთხილად, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან აკადემიკოსმა ლადო პაპავამ განაცხადა.

პაპავას თქმით, ორი ომის პირობებში რთულია პროგნოზების გაკეთება.

„სებ-ის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია და შევეცდები ავხსნა რატომ: დღეს ძალიან დიდია გაურკვევლობა მთელს მსოფლიოში ბევრი ფაქტორის ერთობლიობის გამო და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ერთდროულად მიმდინარეობს ორი ომი.

ერთი ომია, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში და მეორეა ის საომარი მოქმედებები, რომელიც მიმდინარეობს ისრაელის ტერიტორიაზე, ღაზას სექტორში. ამიტომ ეს დაძაბულობა ქმნის განუზღვრელობას.

ამას ემატება ის, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასი მატულობს და ასეთ ვითარებაში პროგნოზის გაკეთება, რამდენად შენარჩუნდება სტაბილურობა და რამდენად იქნება უკეთესი გარემო, რომ საგარეო შოკებიდან დაცული იყოს ქვეყანა, ასეთი პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სტატუს-კვო შეინარჩუნო. ამიტომ რეფინანსირების არ შეცვლას ვუჭერ მხარს ერთმნიშვნელოვნად, რადგანაც განუზღვრელობა არის ძალიან დიდი და როცა არ იცი რა საფრთხეებია მოსალოდნელი სჯობს იმოქმედო ფრთხილად“, - აცხადებს აკადემიკოსი ლადო პაპავა.

"საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შედარებით გაზრდილი გაურკვევლობა, ასევე გაზრდილი დაკრედიტება და საწვავის ფასებზე მზარდი წნეხი ქმნის ვითარებას, რომლის პირობებშიც მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკა უფრო ფრთხილი ნაბიჯებით შემსუბუქდეს.

შეგახსენებთ, რეფინანსირების განაკვეთი 0,25%-ით სებ-მა წინა მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, 13 სექტემბერს შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები