2023 წელთან შედარებით, რეალიზაციაში 10%-იანი ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ Business Insider Georgias კომპანიაში განუცხადეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, „დემასი“ მუშაობს სრულად იმპორტზე. ადგილობრივ ბაზაზე ახდენს კერამიკული ფილების (მწარმოებელი ქვეყნები: ესპანეთი, იტალია და თურქეთი); ლამინირებული იატაკის ფილების (მწარმოებელი: ბელგია, გერმანია, პოლონეთი);-პარკეტი (გერმანია, შვედეთი); წებო-ცემენტის(იტალია);კერამიკული სანტექნიკის (გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი); შემრევი ონკანების (გერმანია, ჩეხეთი); საშხაპე კაბინების (გერმანია); აბაზანების (აბაზანები: იტალია, ჩეხეთი); აბაზანის ავეჯის (გერმანია, ესპანეთი, უკრაინა); სამზარეულოს ნიჟარების(გერმანია, ესპანეთი, თურქეთი); რეალიზაციას.
„დემასის“ (www. demasi.ge) მთლიან გაყიდვებში საცალო გაყიდვების წილი 80%-ია, დანარჩენი კი კორპორაციულზე მოდის.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა სარეალიზაციო პროდუქციის მაღალი ხარისხი და წარმოდგენილი ბრენდების საერთაშორისო ცნობადობა.-პროდუქციის დიდი არჩევანი და მათი მაღალ დონეზე წარმოდგენა სავაჭრო სივრცეში. თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურების მაღალი დონე“, - აცხადებენ კომპანიაში.
„დემასს“ წარმომადგენლების შეფასებით, ბაზარზე დიდი კონკურენციაა ამ სექტორის პროდუქციის გაყიდვებში, რასაც კომპანია პროდუქციის არჩევანის განახლებითა და ახალი კოლექციების წარმოდგენით წარმატებით უმკლავდება.
,,დემასი,, ოპერირებს 2000 წლიდან. საქმიანობის სფერო: სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების და სანტექნიკური პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია.
2024 წლის მაისში გაიხსნა ,,იდეალის,, ახალი ფილიალი კახეთის გზატკეცილზე. ამჟამად კომპანია წარმოდგენილია ხუთი ფილიალით:
,,იდეალის’’ორი ფილიალი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში, სადაც წარმოდგენილია საშუალო და მაღალი სეგმენტის პროდუქცია.
ასევე, კომპანია წარმოდგენილია ,,გალერეა დემასის’’ ერთი ფილიალით თბილისში, სადაც იყიდება პრემიუმ სეგმენტის პროდუქცია.
კომპანია „დემასს“ აქვს 2 სავაჭრო მარკა „იდეალი“ (www. ideal.ge) და „გალერეა დემასი".(www.gallerydemasi.ge) კომპანია ასაქმებს 300-ზე მეტ ადამიანს.
უახლესი
7 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე9 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს9 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა