დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ ვერ გაიმართება 7 სექტემბერს საქართველო-ჩეხეთის მატჩი „დინამო არენაზე“ - ლევან კობიაშვილის განმარტება

რატომ ვერ გაიმართება 7 სექტემბერს საქართველო-ჩეხეთის მატჩი „დინამო არენაზე“ - ლევან კობიაშვილის განმარტება

17-08-2024 15:13:00

ცრუ აჟიოტაჟი საქართველო-ჩეხეთის მატჩის მესხის სტადიონზე ჩატარებასთან დაკავშირებით - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ გაიმართება 7 სექტემბრის შეხვედრა „დინამო არენაზე“.

„სტადიონის ადმინისტრაციიდან ჩვენთან მოვიდა წერილი და ასევე, მათთან სიტყვიერად გვქონდა საუბარი. წერილში ისინი საუბრობენ პრობლემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ რაიმე სხვა წერილი მისცეს და სავარაუდოდ, რაღაც სხვა წერილი აქვს ადმინისტრაციას მიცემული ტელევიზიისთვის, ჩვენთვის ეს უცნობია. 

გვაქვს ოფიციალური თამაში უეფას ეგიდით. ვერანაირად ვერ ჩავატარებთ იმ პირობებში, სადაც თუნდაც ერთ ადამიანს პირველ იარუსთან დაკავშირებით რაიმე სახის საფრთხე შეიძლება შეექმნას. ამიტომ, ვითამაშებთ იქამდე, სანამ ეს პრობლემები არ აღმოიფხვრება. ვითამაშებთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ასევე ბათუმში - არაჩვეულებრივ სტადიონზე და გამოვთქვამთ იმედს, რომ სტადიონის ადმინისტრაცია უახლოეს პერიოდში ამ პრობლემებს მოაგვარებს“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.


მსგავსი სიახლეები