დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ მცირდება თამბაქოს აქციზიდან მიღებული შემოსავლები

რატომ მცირდება თამბაქოს აქციზიდან მიღებული შემოსავლები

02-04-2024 10:00:00

იმპორტირებული თამბაქოს აქციზიდან მიღებული შემოსავლები 58%-იან ზრდას აჩვენებს. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებული თამბაქოს აქციზიდან 148,831,353.88 ლარი შევიდა, 2023 წლის იანვარ-თებერვალში კი 93,959,143.50 ლარი.

იმპორტირებული თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები წლების მიხედვით: 

2023 წელი - 985,261,450.99 ლარი

2022 წელი - 1,832,642,041.81 ლარი

2021 წელი - 831,536,027.57 ლარი. 

საქსტატის ინფორმაციით, თამბაქოს იმპორტი ღირებულებით ჭრილში 5%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 18,587.69 ათასი დოლარის ღირებულების თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელების იმპორტი განხორციელდა, 2024 წლის იანვარ-თებერვალში კი 19,589.98 ათასი დოლარის.

შემოსავცლების საიტზე განთავსებული ინფორმაციით, თამბაქოს ნაწარმის აქციზის დაბეგრბრა ხდება შემდეგნაირად  – თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით;

როგორ ხდება სიგარეტებზე აქციზის თანხის დაანგარიშება?

2402 20 – სიგარეტებზეთამბაქოს შემცველობით  20 ღერზე  აქციზის განაკვეთია - 1.7 ლარი;

     აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისთვის:

  • ფილტრიანი სიგარეტებისთვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია - აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 30 პროცენტის ჯამი;
  • უფილტრო სიგარეტებისთვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია - აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 10 პროცენტის ჯამი;

შენიშვნა: აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისთვის საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასი დგინდება ამ საქონლის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საცალო სარეალიზაციო ფასებისა და საგადასახადო ორგანოში არსებული სხვა ინფორმაციის საფუძველზე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 დეკემბრისა და გამოიყენება მომდევნო წლის 1 იანვრიდან 1 წლის განმავლობაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები