გალტ & თაგარტის მსოფლიო ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის თანახად, 2023 წლის ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 3.1%-ით გაიზარდა.
ამასთან, ივნისის შუა რიცხვებში ფასების შედარებით მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო აზიის რეგიონში გადამამუშავებელი კომპანიების მიერ დიდი რაოდენობით ნავთობის შესყიდვით.
2023 წლის აპრილში ფასი OPEC+-ის მიერ მიწოდების შემცირების განცხადების გამო გაიზარდა, თუმცა სწრაფად დაუბრუნდა საწყის მაჩვენებლებს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე.
2023 წლის ივნისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 43.1%-ით გაიზარდა, რაც ნორვეგიაში წარმოების შეფერხებამ გამოიწვია.
თვიურ ჭრილში ზრდის მიუხედავად, 2023 წლის დასაწყისიდან ბუნებრივი აირის ფასი 42.6%-ით არის შემცირებული.
ეს უკავშირდება ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს, გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელებას და ევროპაში გაზის დაზოგვის ტენდენციას.
2023 წლის 5 თვეში საქართველოში $308 მილიონის ნავთობპროდუქტები იმპორტირდა. 2022 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტი -11,2%-ით შემცირდა. გასული წლის 5 თვეში საქართველოში $347 მილიონის ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის იმპორტს, 2023 წლის 5 თვეში, ქვეყანამ $259 მილიონის ბუნებრივი აირი შეისყიდა. 2022 წელთან შედარებით ზრდა 20,5%-ია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში $215 მილიონის ბუნებრივი აირი იმპორტირდა.
უახლესი
4 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება