სებ-მა „ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ ჯი ეფ სი“ 5 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული მასალიდან ირკვევა, სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით 2023 წლის 5 ივნისს.
„ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტს, რომელსაც საქმიანობა დაწყებული ჰქონდა აღნიშნული ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ბრძანება ამოქმედდა 2020 წლის 20 ოქტომბრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ სესხის გამცემ სუბიექტს საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ზემოხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, ამდენად, მას ევალებოდა, რომ არაუგვიანეს 2020 წლის 20 ნოემბრისა, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნავენ სებ-ში.
სესხის გამცემი სუბიექტის შპს „ჯორჯიან ფაინანშიალ კრედიტ ჯი ეფ სი“ საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 5 ივლისს.
AML / CFT ზედამხედველობა
"ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს შემდეგ ანგარიშვალდებულ პირებს:
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
კომერციული ბანკი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
საბროკერო კომპანია
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
სესხის გამცემი სუბიექტი
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი
საინვესტიციო ფონდი
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი
მიკრობანკი (2023 წლის 1 ივლისიდან)
უახლესი
17 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება