მზის სისტემები უფრო მარტივი საექსპლუატაციოა, ინვესტიციის მოცულობაც უფრო ნაკლები სჭირდება, ვიდრე იგივე სიმძლავრის ქარის სადგურს,- აცხადებს სემეკის თავმჯდომარე. დავით ნარმანიას თქმით, სწორედ ეს არის ერ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ ქვეყანაში მზის სადგურები უფრო ვითარდება, ვიდრე ქარის სადგურები.
„ქარის მცირე სადგურების ტექნოლოგია დღითიდღე იხვეწება, შესაბამისად ფართო გამოყენება მან ჯერ ვერ პოვა. თუმცა არიან დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც უკვე დახვეწილი ტექნოლოგიებით აწარმოებენ, რამდენიმე კომპანიის პრეზენტაციას ვესწრებოდი კიდეც.
შესაბამისად სამომავლოდ უფრო ჩქარი ტემპით შემოვა ქარის სადგურები სისტემაში. თუმცა მზის სისტემები უფრო მარტივი საექსპლუატაციოა, უფრო მარტივად შეიძლება დამონტაჟდეს სახლის სახურავზე შესაბამისად ინვესტიციის მოცულობაც უფრო ნაკლები სჭირდება, ვიდრე იგივე სიმძლავრის ქარის სადგურს. ამიტომ ესეც არის ერთგვარი განმაპირობებელი ფაქტორი, რომ უფრო მდორე ტემპებით მიდის ქარის მიკროსადგურების მშენებლობა“, - აცხადებს დავით ნარმანია.
უახლესი