დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ არ დაიწყო კონკურენციის სააგენტომ „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმეზე მოკვლევა

რატომ არ დაიწყო კონკურენციის სააგენტომ „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმეზე მოკვლევა

13-07-2023 13:41:31

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ინდ. მეწარმე იური კოლპაკის საჩივარი, შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) და 11³ (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა) მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე დაუშვებლად ცნო. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. 

საკითხი შეეხებოდა  - დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ მიმდებარედ მრავალფუნქციურ კომპლექსში მდებარე აპარტამენტებში გარკვეული კომუნალური სერვისების მიწოდების შეწყვეტის საკითხს, სააგენტოში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს, არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი.

შესაბამისად, სააგენტომ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

2023 წელს, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველის არ არსებობის გამო, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო: რედ-კო მენეჯმენტ გრუპის, ყაზბეგი 1881, ი/მ ნუნუ კინწურაშვილის, შპს რეტკოს და მედ ფარმას გრუპის   საქმეებზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები