მექსიკიდან იმპორტი 83%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ მექსიკიდან 1,098.38 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 6,517.01 ათასი დოლარის დონეზე იყო.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით მექსიკიდან იმპორტმა რეკორდს 2022 წელს მიაღწია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მექსიკიდან 7,866.58 ათასი დოლარის პროდუქცია შემოიტანა, 2021 წელს კი 5,428.81 ათასი დოლარის. ზრდა 45%-ია.
მიმდინარე სტატისტიკით მექსიკიდან საქართველოში სულ 6 დასახელების პროდუქცია შემოვიდა.
რაც შეეხება ექსპორტს, 5 თვის სტატისტიკით მან 278.15 ათას დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 90%-იან კლებას აჩვენებს. 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ მექსიკაში ექსპორტზე 2,767.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა.
ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად კი, ექსპორტი 2022 წელს 232%-ით იყო გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მექსიკაში 3,727.55 ათასი დოლარის პროდუქცია გადაიზიდა, 2021 წელს კი 1,122.20 ათასი დოლარის.
საქართველოდან მექსიკაში ექსპორტის რეკორდი 2011 წელს დაფიქსირდა, მაშინ ქვეყანამ მექსიკაში 27,338.50 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა.
2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ მექსიკაში ექსპორტზე სულ 5 დასახელების პროდუქცია გაიტანა.
უახლესი