ხორვატიიდან იმპორტი 52%-ით, ხოლო ექსპორტი 250%-ითაა გაზრდილი.
2023 წლის ექვსი თვის მაჩვენებლებით, ხორვატიიდან იმპორტმა 7,030.21 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 4,635.78 ათასი დოლარის დონეზე იყო.
აღსანიშნავია, რომ იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ 2022 წელს მიაღწია, როდესაც ხორვატიიდან ქვეყანაში 11,740.94 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან 57%-იან ზრდას გულისხმობს.
ხორვატიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეულია. მეორე ადგილზეა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები.
ტოპ-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ხორვატიიდან ყიდულობს (2023 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკა)
ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტიც. 2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტმა 326.39 ათასი დოლარი შეადგინა, 2022 წლის ექვს თვეში კი 93.2 ათასი დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს 2021 წელთან შედარებით საქართველოდან ხორვატიაში ექსპორტი 58%-ით შემცირდა. 2022 წელს ექსპორტი 545.32 ათასი დოლარის დონეზე იყო, ხოლო 2029 წელს 229.32 ათასი დოლარის.
საქართველოდან ხორვატიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სასუქებია.
ტოპ-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ხორვატიაში ყიდის (2023 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკა)
უახლესი