დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ვყიდით და რას ვყიდულობთ თურქეთში - TOP 10 პროდუქტი, სავაჭრო ბრუნვა, ინვესტიციები

რას ვყიდით და რას ვყიდულობთ თურქეთში - TOP 10 პროდუქტი, სავაჭრო ბრუნვა, ინვესტიციები

23-02-2023 15:02:19

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. თურქეთი საქართველოს საიმპორტო პარტნიორ ქვეყნებში მეორეა.

თურქეთიდან საქართველოში 2023 წლის იანვარში $164.7 მილიონის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ამ მხრივ თურქეთი მე-5 პოზიციაზეა. 2023 წლის იანვარში საქართველოდან თურქეთში $31 379. 5 ათასის ღირებულების პროდუქცია გავიდა. . 

2022 წელს საქართველოდან თურქეთში $435,485.3 ათასის ღირებულების პროდუქცია ექსპორტირდა, ხოლო იმპორტმა $2,370,933.1 ათასი შეადგინა. 

რას ვყიდით და რას ვყიდულობთ თურქეთში TOP 10 პროდუქტი

 

  • ექსპორტი - 2022 წლის მაჩვენებელი:  

 

ელექტროენერგია  -  79,553.1 ათასი აშშ დოლარი; 

მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 72,681.8 ათასი აშშ დოლარი; 

ფეროშენადნობები  - 60,277.2 ათასი აშშ დოლარი;

კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა  - 43,567.1 ათასი აშშ დოლარი; 

ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან  - 18,164.7 ათასი აშშ დოლარი; 

ნარჩენები და ჯართი შავი ლითონებისა  -15,537.4 ათასი აშშ დოლარი; 

ნარჩენები და ჯართი ალუმინისა  - 13,214.5 ათასი აშშ დოლარი; 

ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 10,055.2 ათასი აშშ დოლარი; 

ტყვია დაუმუშავებელი  - 8,090.0 ათასი აშშ დოლარი; 

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 7,166.8 ათასი აშშ დოლარი; 

დანარჩენი საქონელი  - 107,177.6 ათასი აშშ დოლარი; 

 

  • იმპორტი - 2022 წლის მაჩვენებელი: 

 

მსუბუქი ავტომობილები - 105,390.3 ათასი აშშ დოლარი;

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული  - 73,247.6 ათასი აშშ დოლარი;

მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები  - 53,825.2 ათასი აშშ დოლარი;

მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 47,533.5 ათასი აშშ დოლარი;

სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 46,978.0 ათასი აშშ დოლარი;

მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 44,808.4 ათასი აშშ დოლარი;

ნავთობი და ნავთობპროდუქტები -  41,272.7 ათასი აშშ დოლარი;

მერქან-ბურბუშელის ფილები - 38,853.5 ათასი აშშ დოლარი;

ალუმინის წნელები და პროფილები  -  36,538.1 ათასი აშშ დოლარი;

მავთულები იზოლირებული, კაბელები - 33,672.8 ათასი აშშ დოლარი;

დანარჩენი საქონელი - 1,848,813.0 ათასი აშშ დოლარი;

საქსტატის მონაცემებით 2022 წლის სამ კვარტალში თურქეთიდან საქართველოში 107 385.7 ათასი აშშ  დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები