ინდოეთიდან საქართველოში იმპორტი 47%-იან ზრდას, ხოლო ექსპორტი 39%-იან კლებას აფიქსირებს.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აპრილში ინდოეთიდან საქართველოში 37,002.26 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 25,213.97 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 46.8%-ია.
ბოლო წლების სტატისტიკით ინდოეთიდან იმპორტი ზრდის ტრენდზეა, თუმცა რეკორდული ამ მხრივ 2022 წელი იყო, როდესაც ამ ქვეყნიდან საქართველოში 94,149.01 ათასი დოლარის პროდუქცია გადმოიზიდა.
2023 წლის 4 თვის სტატისტიკით, ინდოეთიდან იმპორტის 20%-ი სამკურნალო საშუალებებზე მოდის.
რა შემოაქვს საქართველოს ინდოეთიდან, TOP-5 პროდუქტი:
რაც შეეხება საქართველოდან ინდოეთში ექსპორტს, მიმდინარე წლის მაჩვენებლები კლებას აფიქსირებს.
2023 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ინდოეთში 9,189.82 ათასი დოლარი პროდუქცია გავიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12,788.2 ათასი დოლარი. არსებული მიმდინარე მაჩვენებლებით, ექსპორტის 75%-ი სასუქებზე მოდის.
რა გააქვს საქართველოს ინდოეთიდან, TOP-5 პროდუქტი:
ბოლო 14 წლის სტატისტიკით, ექსპორტის კუთხითაც რეკორდული რეკორდული 2022 წელი იყო.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ინდოეთში 34,141.62 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა.
ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარი კვლევა 2017 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდა.
შესაბამის დოკუმენტს ნიუ-დელიში 2017 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სახელმწიფო მინისტრმა ნირმალა სითარამანმა მოაწერეს ხელი.
ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ქართულ პროდუქციას დამატებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, 1.3 მილიარდიანი ბაზარი გაეხსნება.
უახლესი