დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ცვლის ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი „ნოსტე“ წარმოებასა და ასორტიმენტში

რას ცვლის ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი „ნოსტე“ წარმოებასა და ასორტიმენტში

21-04-2023 10:20:42

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია Georgian Poultry Production (GPP), რომელიც ბაზარზე „ნოსტეს“ ბრენდით პოზიციონირებს, 2023 წელს წარმადობის გაზრდასა და ახალი სარეალიზაციო ობიექტების გახსნას გეგმავს.

ამის შესახებ Business Insider Georgia-თან კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი შეფასებით, 2022 წელი კომპანიისთვის დიდი გამოწვევებისა და სწრაფი განვითარების წელი იყო, რომელიც დადებით დინამიკას წელსაც შეინარჩუნებს.

„ნოსტე“-ს პროდუქტებზე არსებული მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია GPP-მ ამ წელს წარმოების ზრდისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში სრულად შევა ჩვენი კომპანიის კიდევ ერთი დიდი კომპლექსური საწარმო, სოფელ მეტეხში რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს წარმოების მასშტაბების გაორმაგებას.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ქათმის ხორცპროდუქტებს ხარისხი და გემოვნური თვისებები გამოარჩევს, რაც მომხმარებლებისთვის უპირველესია. განსაკუთრებულ გემოს და ხარისხს ფრინველისთვის მიწოდებული საკვები განაპირობებს. ქათმის ძირითად საკვებს სიმინდი და სოიო წარმოადგენს, რაციონში არ ხდება ქიმიური მინარევების დამატება", - აცხადებენ კომპანიაში.

„ნოსტეს" წარმოების მნიშვნელოვან სიახლეა ქართული, ნატურალური ქათმის გაყინული ხორცპროდუქტების წარმოების ხაზის დამატება. გაყინული ხორცპროდუქტების შეძენა შესაძლებელია ,,ნოსტეს" პარტნიორი კომპანიების სუპერმარკეტების ქსელში - ,,კარფურში", ,,ფრესკოსა" და ,,გუდვილში".

„მომხმარებლების მოთხოვნის გათვალისწინებით, გასულ წელს ასევე გაფართოვდა ნედლი პროდუქტების ასორტიმენტი - კერძოდ, ხელმისაწვდომ ასორტიმენტს დაემატა განცალკევებული სახით ქათმის მენჯი და ბარკლის ძირი, რაც მოთხოვნად სიახლეს წარმოადგენს ნოსტეს საფირმო მაღაზიებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ წარმოებულ ხორცპროდუქტებზე ფასები არ გაზრდილა. ამას გარდა, ,,ნოსტეს" ხორცპროდუქტების მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ ფასდაკლების აქციებს სხვადასხვა ხორცპროდუქტებზე.

საფირმო მაღაზიები მდებარეობს თბილისის, რუსთავის, მცხეთის და ქუთაისის მასშტაბით. ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიების (ნიკორა, ფრესკო, კარფური, გუდვილი, მაგნიტი) სუპერმარკეტებიდანაც შესაძლებელია ,,ნოსტეს" პროდუქციის შეძენა. მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს მიტანის სერვისით ,,გლოვოს" კურიერების საშუალებით", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

მისი თქმით, ,,ნოსტეს" ქართული ქათმის ნატურალურ ხორცპროდუქტებზე არსებული მზარდი მოთხოვნა განაპირობებს ფილიალების ქსელის გაფართოებას და მათ შორის რეგიონებში ახალი ფილიალების გახსნას.

გასული წლის ბოლოს ქუთაისში უკვე გაიხსნა ნოსტეს ორი ახალი საფირმო მაღაზია, ხოლო წლის ბოლომდე იგეგმება ფილიალების გახსნა ბათუმშიც. აღსანიშნავია, რომ Georgian Poultry Production-მა ქათმის ხორცპროდუქტების რეალიზება "ნოსტეს" ბრენდით 2020 წელს დაიწყო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები