ყვარლის ღვინის გვირაბი, რომელსაც „მეღვინეობა ხარება“ ფლობს, ტურისტების საყვარელი ადგილია. როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia-თან ამბობს ტურისტული ობიექტი ყვარელში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და ვიზიტორები. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან .
რას სთავაზობს ყვარლის ღვინის გვირაბი სტუმრებს:
„გვაქვს სპეციალური ტურები. ღვინის დეგუსტაცია ხდება გვირაბში. გვირაბის სიგრძეა 7,7 კილომეტრი. სტუმრები შედიან გვირაბში, ათვალიერებენ ამ უნიკალურ ღვინის საცავს. ადგილზე ხდება იმ ღვინის დაგემოვნება, რომელსაც სტუმარი თავად აირჩევს. დეგუსტაციაში შედის წასახემსებელი, ასევე კომპანია სთავაზობს სტუმრებს ყურძნის უნიკალურ წიპწის ზეთს. გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ საკოლექციო ვენახი, სადაც 311 ჯიშის ვაზია გაშენებული. ტურისტებს ემსახურებათ ელექტრომობილი და გიდი. ამის გარდა ტურში შედის „კულინარიული მასტერკლასები“, ასევე სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ქართული ტრადიციული კერძები თავად მოამზადონ და დააგემოვნონ. აქვეა რესტორანიც“, - აცხადებენ კომპანიაში.
ფასები: ღვინის გვირაბის დათვალიერება - 1 სტუმარი 7,00 ლარი, საკოლექციო ვენახების დათვალიერება ელექტრომობილით - 10,00 ლარი;
პაკეტი „კლასიკური“ - 2 კლასიკური ღვინის დეგუსტაცია - 1სტუმარი 14,00 ლარი, 10 + სტუმარი 12 ლარი. პაკეტი „ქვევრი“ - 1 სტუმარი 17,00 ლარი, 10+სტუმარი 15,00 ლარი
პაკეტი „მიქსი“ – 3 ქვევრის ღვინის დეგუსტაცია - 1 სტუმარი 25,00 ლარი. პაკეტი „დეგუსტაცია და მასტერკლასები“ – 4 სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის დეგუსტაცია, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება - 1 სტუმარი 45,00 ლარი; 10+ სტუმარი 40,00 ლარი.
პაკეტი „ქართული ნაციონალური“ - 4 სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის დეგუსტაცია, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა წალამზე, ხაჭაპურის ან ლობიანის გამოცხობა, ხინკლის მოხვევა - 1 სტუმარი 65,00 ლარი; 10+სტუმარი 53,00 ლარი.
პაკეტი „პრემიუმი“ - 6 სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ჭაჭის დეგუსტაცია, თონეში პურის გამოცხობა, ჩურჩხელის ამოვლება, მწვადის შეწვა წალამზე, ხაჭაპურის ან ლობიანის გამოცხობა, ხინკლის მოხვევა - 1 სტუმარი 80,00 ლარი; 10+სტუმარი 70 ლარი.
ყვარელში, ალაზნის ველის განაპირას მდებარეობს კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ მიერ შექმნილი უნიკალური ღვინის საცავი და ტურისტული კომპლექსი „ყვარლის ღვინის გვირაბი“. ეს არის ადგილი, რომელიც ქართველ და უცხოელ ტურისტს ერთნაირად იზიდავს და მათში დაუვიწყარ ემოციებს აღვიძებს.
გვირაბი, რომელიც კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი, 1962 წელს სპეციალურად ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესისთვის გაიხსნა. მთელი წლის მანძილზე გვირაბის ტემპერატურა 12-16°C -მდე მერყეობს, რაც იდეალურ პირობას ქმნის ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის. გვირაბში არსებული ღვინის ბოთლები განლაგებულია ჰორიზონტალურად ან თავდაყირა მდგომარეობაში იმისთვის, რომ ღვინის დაძველების პერიოდში საცობი მუდმივად სველი იყოს.
ღვინის გვირაბის საერთო სიგრძე 7.7 კმ-ია, რომელიც ორი მთავარი და 13 მათი დამაკავშირებელი გვირაბებისგან შედგება. გვირაბის ორი შესასვლელიდან ერთს ტურისტული დანიშნულება აქვს, ხოლო მეორე შესასვლელიდან ხდება იმ ღვინოების მოვლა და დავარგება, რომლებიც მეტალისა და მუხის ჭურჭელში ინახება. სწორედ ამ ნაწილში შეუძლია სტუმარს დაათვალიეროს ბოთლირებული ღვინის საცავი, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ 26 000-მდე ბოთლი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება. ყველაზე ძველი საკოლექციო ღვინო 17 წელს ითვლის.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი