ავტომომსახურების ინოვაციური მობილური აპლიკაცია SOS AUTO, რომელიც მომხმარებელს ევაკუატორისა და ავტოასისტენტის გამოძახებას სთავაზობს ძალიან მოთხოვნადია. კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი ნათია შუბითიძე Business Insider Georgia- თან საუბარში აღნიშნავს, რომ კომპანიას მანქანები რეექსპორტზე გაჰყავს სხვადასხვა ქვეყანაში.
„ამ ეტაპზე აქცენტს კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ვაკეთებთ. ეტაპობრივად, ადამიანები უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ გზაზე როდესაც გაუფუჭდებათ მანქანა აღარ დარეკონ და აპლიკაციით ახლოს მდებარე დახმარება გამოიძახონ. რაც შეეხება სტატისტიკას ეს სტატისტიკა ყოველთვის ცვალებადია სეზონის მიხედვით. მაგალითად, თუ უამინდობა და თოვლია გამოძახებები უფრო მეტია იმიტომ, რომ გზაზე უფრო მეტი შემთხვევა ხდება. ძალიან მოთხოვნადი არის ევაკუატორის სერვისი და არამარტო ევაკუატორის, ასევე ავტომზიდის სერვისები. ჩვენ, რეექსპორტზე გაგვყავს მანქანები ბაქოში, სომხეთში, ასევე ევროპიდან ჩამოგვყავს ცენტრებისთვის მანქანები. მოთხოვნა საკმაოდ მზარდია “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სერვისების მრავალფეროვნებაა, რომელიც ერთ აპლიკაციაშია თავმოყრილი.
„ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ის რომ ერთ აპლიკაციაში ვაერთიანებთ ყველა სერვისის შემსრულებელს და ვართ შუამავალი კომპანია. მაგალითად, თუ გაგიფუჭდათ მანქანა მცხეთაში ახლოს მდებარე დახმარებას გიგზავნით აპლიკაცია. გარდა ამისა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს სფერო გავაციფრულოთ “, - აღნიშნავს ნათია შუბითიძე.
SOS AUTO, ამ ეტაპზე რვა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს და ამ კუთხით ახალი სერვისის დამატებას არ გეგმავს. ვინაიდან, ეს სერვისები საჭიროებს სრულად ათვისებას.
“ამჟამად, გვაქვს 8 სერვისი აპლიკაციაში. ევაკუატორი რამდენიმე ქვე ევაკუატორად იყოფა და დანარჩენი ავტო ასისტენტის მიმართულებაა. მათ შორის არის ფხიზელი მძღოლის მომსახურებაც. ამ ეტაპზე, ახალი სერვისის დამატებას არ ვფიქრობთ, რადგან ჯერ ეს სერვისები გვაქვს ასათვისებელი. 2025 წლის მთავარი გეგმა მთელი საქართველოს ტერიტორიის მოცვაა. კერძოდ კი ისეთი დიდი ქალაქების როგორიცაა ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. ამის შემდგომ უკვე ვფიქრობთ რომ, რაღაც ეტაპზე nvp გავიტანოთ მეზობელ ქვეყანაშიც. ჩვენ კვლევა გავაკეთეთ და ორი ქვეყნის ბაზარი შევისწავლეთ. ეს იყო ბაქო და ყაზახეთი. ყაზახეთის ბაზარი უფრო დიდია და მოთხოვნაც შესაბამისად მაღალია. სწორედ ამიტომ ალბათ უფრო ვსინჯავთ ყაზახეთში.
ცნობისთვის, კომპანია აპრილის თვეში მომხმარებელს გარკვეულ სიახლეებს შესთავაზებს.
უახლესი
13 წუთის წინ
როგორია 31 მარტის ამინდის პროგნოზი15 საათის წინ
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა1 დღის წინ
რჩევები ეზოს მოსაწყობად