საკონდიტრო „გურმე“ სააღდგომოდ მომხმარებელს განსხვავებული დიზაინის უგემრიელეს პასკებს შესთავაზებს.
როგორც Business Insider Georgia-ს საკონდიტროში განუცხადეს, წელს ასორტიმენტს ფრანგული შოკოლადის ჩიფსის პასკაც დაემატება.
„სააღდგომო ასორტიმენტში წარმოდგენილია პასკა ქიშმიშითა და შოკოლადით, ცუკატით, ნუთელითა და ნუშის ფანტელით, ასევე ხაჭოს პასკა.
წელს ვამატებთ განსხვავებული დიზაინის პასკებს, მათ შორის, მომხმარებელს შევთავაზებთ ფრანგული შოკოლადის ჩიფსების პასკასაც. ფასებს რაც შეეხება, განსხვავებული იქნება წონისა და დიზაინიდან გამომდინარე და 18 ლარიდან დაიწყება“, - აცხადებენ „გურმეში“.
როგორც Business Insider Georgia-ს საკონდიტროში განუცხადეს „გურმეს“ პასკები სააღდგომოდ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ეს პერიოდი ძალიან დატვირთულია.
„გვყავს ერთგული, კორპორაციული კლიენტები და ვმუშაობთ საკმაოდ დიდ შეკვეთებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, საცალო მომხმარებლებიც არ გვავიწყდება და ვზრუნავთ, რომ ყოველ წელს განსხვავებული პროდუქტი შევთავაზოთ. გამონაკლისი არც წლევანდელი აღდგომა იქნება“.
ამასთან, საკონდიტროში ამბობენ, რომ „გურმეს“ ჰყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებიც დაარსების დღიდან დღემდე საწარმოს სერვისს იყენებენ.
„კორპორაციული კლიენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, 2023 წელს წარმოების გაფართოებაზე დავიწყეთ მუშაობა. დღეის მონაცემებით, წარმოება, 2022 წელთან შედარებით, უკვე 40%-ით არის გაზრდილი. თუმცა, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ვფიქრობთ, ეს მონაცემი კიდევ უფრო გაიზრდება“, - აცხადებენ საკონდიტროში.
საკონდიტრო „გურმე“ 11 წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს და 5 ფილიალითაა წარმოდგენილი.
უახლესი
42 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია