დღეს ღვინის ბირჟაზე დეგუსტაცია - სემინარი მეღვინეებთან შეხვედრა იმართება.
„გაისინჯება კლასიკური და ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინო იმერეთიდან და კახეთიდან“, - განუცხადეს Business Insider Georgia- ს კომპანიაში.
კერძოდ, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება მეღვინეობა „მუზეს“ პეტ-ნატი მწვანე, (2022 წ.); პეტ-ნატი საფერავი, (2022 წ).
მექღვინეობა „ნიოსები“ კი დეგისტაციაზე ციცქას (2022 წ) გამოიტანს. ასევე (2022 წ) ციცქა-ცოლიკაურ-კრახუნასა და უსახელაური-ოცხანური საფერეს.
„ღვინის ბირჟის“ დეგუსტაციაზე „გუჯა გუჯაძის მარანი“ 2022 წლის საფერავს შესთავაზებს მომხმარებელს.
ასევე საფერავსა და ტყემლის არაყს წარმოადგენს მეღვინეობა „ახმეტელი“.
„ღვინის ბირჟაზე" დეგუსტაცია-სემინარები აქტიურად იმართება. პროფესიონალები და მოყვარულები ღვინოს ერთად აგემოვნებენ, სინჯავენ, აფასებენ, სწავლობენ და გვიზიარებენ.
„ღვინის ბირჟის" სახელწოდებით ცნობილი მაღაზია და საგამოფენო სივრცე თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი