კორეის რესპულიკიდან იმპორტი 30%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში კორეიდან საქართველოში 104,705.55 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 80,542.20 ათას დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 11 თვის მონაცემებითაც კი კორეიდან იმპორტი ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა.
2023 წლის 11 თვის მაჩვენებლებით კორეიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილები იყო. სწორედ მსუბუქი ავტომობილებზე მოდის კორეადან შემოსული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 44%-ი.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო კორეიდან ყიდულობს:
რაც შეეხება კორეიდან იმპორტს ის 39%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ კორეაში 4,979.70 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4,979.70 ათასი დოლარის. საგულისხმოა, რომ კორეაში საქართველოდან ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2017 წელს მიაღწია, როდესაც კორეაში საქართველოდან 17,450.53 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შევიდა. ირკვევა, რომ საქართველოდან კორეაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილებია.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო კორეაში ყიდის:
უახლესი
31 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს