დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო გაერთიანებული სამეფოდან

რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო გაერთიანებული სამეფოდან

09-04-2024 18:00:00

გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტი 9%-იან შემცირებას, ხოლო იმპორტი 20%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტზე 1,831.04 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2023 წლის პირველ ორ თვეში კი 2,013.81 ათასი დოლარის. 

გაერთიანებულ სამეფოში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია ფეროშენადნობებია.

TOP-5 პროდუქცია, რაც საქართველოს გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტზე გააქვს:

  • ფეროშენადნობები - 452.9 ათასი დოლარი,
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 255.27 ათასი დოლარი,
  • სხვა ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან - 201.78 ათასი დოლარი,
  • ტუმბოები სითხის ხარჯსაზომით ან მის გარეშე; საწეველები სითხის - 200.00 ათასი დოლარი,
  •  მანგანუმის ოქსიდები - 138.50 ათასი დოლარი.

რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოდან იმპორტს მიმდინარე მაჩვენებლებით 20%-იანი ზრდა ფიქსირდება. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან 21,948.96 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 18,261.97 ათასი დოლარის.

TOP-5 პროდუქტი, რაც საქართველომ გაერთიანებულ სამეფოდან იყიდა:

  • მსუბუქი ავტომობილები - 4,375.02 ათასი დოლარი,
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 2,769.96 ათასი დოლარი,
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 1,837.97 ათასი დოლარი,
  • ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 1,225.64 ათასი დოლარი,
  •  ნარევები გამოსაყენებელი სასმელების წარმოებაში - 1,175.91 ათასი დოლარი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები