დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას ყიდის და ყიდულობს საქართველო შვეიცარიიდან

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო შვეიცარიიდან

13-05-2024 19:00:00

2024 წლის პირველ კვარტალში შვეიცარიაში ექსპორტი 13%-იან ზრდა, ხოლო იმპორტი 72%-იან შემცირებას აჩვენებს. 

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან შვეიცარიაში 23,150.52 ათასი დოლარის პროდუქცია გაიყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 20,426.20 ათასი დოლარის.

საქართველოდან შვეიცარიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ოქრო. სწორედ მასზე მოდის შვეიცარიაში ექსპორტის 88%-ი.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის:

  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 20,325.44 ათასი დოლარი
  •  მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 594.66 ათასი დოლარი
  •  თხილი და სხვა კაკალი - 484.49 ათასი დოლარი
  • სუნამოები და ტუალეტის წყალი - 463.62 ათასი დოლარი
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 462.84 ათასი დოლარი.

რაც შეეხება შვეიცარიიდან იმპორტს, პირველი კვარტლის მაჩვენებლებით 72,2%-იანი კლებაა. 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ შვეიცარიიდან 40,348.39 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 145,621.36 ათასი დოლარის. შვეიცარიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ვაქცინებია, რომელზედაც ამ ქვეყნიდან იმპორტის 43%-ი მოდის.

TOP-5 პროდუქტი, რაც საქართველომ შვეიცარიიდან იყიდა:

  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 17,355.47 ათასი დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 11,544.27 ათასი დოლარი
  •  ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 987.66 ათასი დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 868.33 ათასი დოლარი
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი - 858.69 ათასი დოლარი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები