საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში და „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი კირცხალიას განმარტებით, ცვლილებები მოაწესრიგებს სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა ხელი შეუწყოს სანებართვო პირობების დაზუსტებას: ეფექტურ მონიტორინგს, გამჭვირვალობასა და აღრიცხვიანობას.
„განისაზღვრება ინტერნეტ დომენების და ვებგვერდების ოდენობა და ოპერირების წესი. ნებართვის მფლობელებს დაემატებათ ვალდებულებები საქართველოს ტერიტორიიდან თამაშების მართვა-ორგანიზებასთან მიმართებით, ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ნაწილში. ასევე განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა და იცვლება გადასახადის განაკვეთები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და ტოტალიზატორის თამაშების ორგანიზატორი პირებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კვირცხალიამ.
კანონპროექტს, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
უახლესი