დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას გულისხმობს Ecovilla-ს კონცეფცია

რას გულისხმობს Ecovilla-ს კონცეფცია

07-10-2023 17:19:31

„ეკოვილა“ ის ინოვაციური პროექტია, რომელიც თბილისთან ახლოს, საგურამოსთანს მაღალი ხარისხის ეკომეგობრულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ბეგაძე Busiess Insider Georgia- თან ამბობს, აქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს ასევე ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოს ისეთი რესურსები, როგორიც არის მზის სხივები ენერგიის მისაღებად, უნიკალური ფლორა და ფაუნა სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის, დაბურღული უგემრიელესი წყალი, ნაყოფიერი მიწა სასათბურე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისთვის, ამ გზით „ეკოვილა“ უზრუნველყოფს თავისი მოსახლეობის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, რაც დღეს თითოეული ადამიანისთვის ყველაზე მოთხოვნადია მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დასახლებას აქვს საკუთარი დაბურღული უნიკალური წყალი, მაღალმთიანი სტატუსიდან გამომდინარე ასევე ბუნებრივი აირზე განსხავავებული შეღავათიანი ტარიფია. სიმყუდროვეს და უსაფრთხოებას დამატებით უკვე მოქმედი ჭკვიანი დაშვების სისტემა, მზის ენერგიაზე უკვე მოქმედი ქუჩის განათება და სხვადასხვა მსგავსი გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს. კიდევ ბევრი სიახლის მოლოდინში ვართ“, - აცხადებს გიორგი ბეგაძე Busiess Insider Georgia- თან.

ამდენად, როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, მათი მიზანი თავიდანვე იყო უნიკალური დასახლების შექმნა, რომლის მდებარეობას რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ყურადღებით არჩევდნენ. საბოლოოდ კი, პროექტის განხორციელება თბილისიდან 20 წუთის სავალზე, 20 კმ-ის დაშორებით, ტყეში ჩაფლულ უნიკალურ მდელოზე, ზღვის დონიდან 800 მ-ზე გადაწყდა. 

„7 ჰექტარ მიწის ფართზე მხოლოდ 50 მდე ვილის თაუნჰაუსის მშენებლობა იგეგმება.

მიმდინარე ეტაპზე დეველოპერულ კომპანიას უკვე დასრულებული აქვს ელ.ენერგიის, წყალმომარაგების, ბუნებრივი აირის და წყალარინების სამუშაოები ყველა მიწის ნაკვეთზე. ყველა კომუნიკაცია მიწის ქვეშ არის განთავსებული. მშენებლობის ნებართვები  და დეველოპერული კომპანიის სტრატეგია დაბალი ინტენსივობის განაშენიანებას უზრუნველყოფს.

„ეს იქნება ერთადერთი დასახლება, სადაც ერთის მხრივ ტყე და სუფთა ჰაერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება ოჯახებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ ეკომეგობრული და ჭკვიანი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები დასახლების მდგრადობასა და ცხოვრების მაღალ ხარისხზე იზრუნებს. უკვე მუშაობს მზის ენერგიაზე ქუჩის განათება და დასახლებაზე დაშვების ჭკვიანი სისტემა.

თითოეულ ვილის სახურავზე დამონტაჟდება მზის ენერგიის პანელები, რომელთა საშუალებით აქ მცხოვრები ადამიანები ელმოხმარების ხარჯს მნიშვნელოვნად შეამცირებენ, სურვილის შემთხვევაში ნამეტი ენერგიის გაყიდვასაც შეძლებენ, რამაც პრაქტიკულად წლის განმავლობაში შესაძლოა, გაუნულოთ ელექტროენერგიის ხარჯი. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დასახლებას აქვს საკუთარი დაბურღული უნიკალური წყალი. დასახლებაში დამონტაჟდება მხოლოდ უახლესი თაობის გამწმენდი დანადგარები. მაღალმთიანი სტატუსიდან გამომდინარე დასახლებას ასევე ბუნებრივი აირიზე შეღავათიანი ტარიფი აქვს. პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დეველოპერულ კომპანიას უკვე დასრულებული აქვს რაც ყველა კომუნიკაციის თითოეულ ნაკვეთში მიყვანას გულისხმობს, მიმდინარე ეტაპზე მესაკუთრეებთან ერთად პროექტირება და მშენებლობის დაგეგმვა.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტირება და მოზიდვა“, - აცხადებენ კომპანიაში.  

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები