დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,რანჩო ვარიანში“ ვიზიტორებს სპეციალურ საშემოდგომო აქციას სთავაზობს

,,რანჩო ვარიანში“ ვიზიტორებს სპეციალურ საშემოდგომო აქციას სთავაზობს

17-09-2023 11:50:12

შიდა ქართლში, გორის რაიონის სოფელ ვარიანში მდებარე დასასვენებელი კომპლექსი  ,,რანჩო ვარიანში"  ვიზიტორებს შემოდგომის სეზონზე აქციას სთავაზობს.

15 სექტემბრიდან რანჩოს ყველა სტუმრისთვის, რომელიც 2 ღამეს გაატარებს სასტუმროში, მესამე ღამეს უფასოდ დაისვენებს. როგორც ,,რანჩო ვარიანის“ მენეჯერი ლაშა ბაბუნიშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, აქციის ფარგლებში შეკვეთები საგრძნობლად გააქტიურდა და სეზონის განმავლობაში მეტ დატვირთვას ელოდებიან.

რაც შეეხება ტარიფებს, 2 ადგილიანი კოტეჯის საფასური, კვირიდან-პარასკევის ჩათვლით - 160 ლარია, ხოლო  შაბათს - 250 ლარი.

ამავე პერიოდში 4-ადგილიან კოტეჯში დასვენების საფასური 230 ლარს შეადგენს, ხოლო შაბათს - 300 ლარია.

ახალი დასასვენებელი სივრცე „რანჩო ვარიანში“ - „სოფელი თანა”: 6 ადგილიან კოტეჯში მსურველებს კვირის ნებისმიერ დღეს 250 ლარიან ტარიფს სთავაზობს. ღირებულებაში შედის:  ღია საცურაო აუზი,  საბილიარდო, სათამაშო კონსოლი (PlayStation), წყლის ველოსიპედები, საცხენოსნო კლუბი და  საბავშვო მოედანი.

ცნობისთვის, დასასვენებელი კომპლექსი ,,რანჩო ვარიანში“  2017 წლიდან ფუნქციონირებს და წლიდან წლამდე ვითარდება.  აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქმედებს  20 დასასვენებელი კოტეჯი და საცურაო აუზი. აქამდე თუ კომპანია მხოლოდ კვების ობიექტებზე იყო ორიენტირებული, ამჟამად მომხმარებლებს  ახლა სრულ დასასვენებელ კომპლექსს სთავაზობს.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები