დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენმა ბენეფიციარმა ისარგებლა და რა მოცულობის კრედიტი გაიცა  „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში

რამდენმა ბენეფიციარმა ისარგებლა და რა მოცულობის კრედიტი გაიცა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში

04-01-2024 15:00:00

2023 წელს პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მხოლოდ 8000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, საანგარიშო პერიოდში გაცემულია 952 მლნ ლარზე მეტი სესხი.

2023 წლის განმავლობაში ჯამში მომსახურება გაეწია 36,836 სესხს, სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 186,539,135 ლარი, ხოლო ბენეფიციარების რაოდენობამ კი 26,849. 2013 წლიდან დღემდე, 45,755 ბენეფიციარზე გაცემულია 6,0 მლრდ ლარზე მეტი ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ 906.1 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„პროგრამა „დანერგე მომავალი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროგრამაა, რომლის წყალობით ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები. 2023 წელს დაფინანსდა 2,000 ჰა-ზე მეტი ახალი ბაღის გაშენება.

რამდენიმე წელია მიმდინარეობს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე დაფინანსებულია 250-ზე მეტი გადამამუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. 2023 წელს კი 38 გადამამუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასრუქტურის შექმნის თაობაზე იქნა დაფინანსების გადაწყვეტილება მიღებული.

სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან მაღალია. 2023 წელს კოოპერატივების მექანიზაციის და მოსავლის ამღების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 300-ზე მეტი ტექნიკის შეძენა, შეძენილი ტექნიკის ღირებულებამ 23 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

თხილი, გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი და მისი ექსპორტის 70%-ზე მეტი ევროკავშირში ხორციელდება. თხილი არის ათასობით ოჯახის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო, სწორედ ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვეხმარებით თხილის სექტორს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 ათასამდე მოსარგებლის 44,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება“, - განმარტავენ სოფლის განვითარების სააგენტოში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები