დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენიმე რეგულაციის შერბილებაზე შეთანხმებას მივაღწიეთ - სოსო ფხაკაძე სებ-ში გამართულ შეხვედრაზე

რამდენიმე რეგულაციის შერბილებაზე შეთანხმებას მივაღწიეთ - სოსო ფხაკაძე სებ-ში გამართულ შეხვედრაზე

07-10-2023 14:50:24

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა კომერციული ბანკების დირექტორებს შეხვდა. სებ-ის ინფორმაციით, მხარეებმა საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ დღეს რამდენიმე რეგულაციის შერბილებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან შეთანხმებას მიაღწიეს. 

"ეროვნულ ბანკთან ინტენსიური შეხვედრები  მიმდინარეობს და გვაქვს კონსტრუქციული დიალოგი. ბოლო ორ შეხვედრაზე გამოიკვეთა კონკრეტული სურათი თუ საითკენ მივდივართ. უფრო მეტიც, დღეს რამდენიმე რეგულაციის შერბილებასთან დაკავშირებით გარკევულ შეთანხმებასაც მივაღწიეთ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ეს იქნება ძალიან კარგი. პირველი, იმიტომ რომ საბანკო-საფინანსო სისტემას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. მეორე, უფრო მეტი სახსრები გაჩნდება ბიზნესისთვის და საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მთავარი ამოცანაც ეს არის - ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის ბიზნესი განვითარდეს, რაც ეკონომიკის განვითარების მთავარი საწინდარია. ძლიერი ეკონომიკა წარმატების მთავარი ფორმულაა ნებისმიერი ქვეყნისთვის", - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კომერციული ბანკების წარმომადგენლებს მეორედ შეხვდა. 

იგივე თემაზე: 

ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები