საპენსიო სააგენტო აგვისტოს ყოველთვიურ საინვესტიციო ანგარიშს აქვეყნებს თითოეული საინვესტიციო პორტფელის მიხედვით.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, 7 აგვისტოს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, განხორციელდა დაგროვილი საპენსიო აქტივების რეალოკაცია სამ განსხვავებულ რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში: კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიური.
2023 წლის აგვისტოს ანგარიშის მიხედვით:
დინამიური პორტფელის ზომა 2,940 მლნ ლარია და იგი 914,200 მონაწილეს მოიცავს. აგვისტოს თვის წმინდა ამონაგებმა 0.66% შეადგინა, რაც ლარებში გამოხატული 29 მილიონი ლარია.
დაბალანსებული პორტფელის ზომა 582 მლნ ლარია და იგი 197,106 მონაწილეს მოიცავს. აგვისტოს თვის წმინდა ამონაგებმა 0.64% შეადგინა, რაც ლარებში გამოხატული 3 მილიონი ლარია.
კონსერვატიული, პორტფელის ზომა 329 მლნ ლარია და იგი 150,386 მონაწილეს მოიცავს. აგვისტოს თვის წმინდა ამონაგებმა 0.04% შეადგინა, რაც ლარებში გამოხატული 2 მილიონი ლარია.
2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.85 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 686 მილიონი ლარია.
უახლესი