დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენია საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ხორცის მოხმარება

რამდენია საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ხორცის მოხმარება

23-06-2023 15:30:32

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ხორცის მოხმარებამ 2022 წელს 39 კგ შეადგინა, რაც მცირედით აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (34კგ), მნიშვნელოვნად აჭარბებს აფრიკისა (13კგ) და აზიის (26კგ) საშუალო მაჩვენებლებს და ჩამორჩება ევროპისა (63კგ) და ამერიკის ქვეყნების (99კგ ჩრდილოეთ და 61კგ ლათინური ამერიკა) მაჩვენებლებს. ამის შესახებ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც გალტ & თაგარტმა გაავრცელა. 

კვლევის თანახმად, საქართველომ 192 მლნ კგ ხორცი და ხორცპროდუქტი მოიხმარა 2022 წელს, საიდანაც 148.4 მლნ კგ (ჯამურის 77.3%) იყო ხორცი, ხოლო 43.6 მლნ კგ (ჯამურის 22.7%) ხორცპროდუქტები (სოსისი, სარდელი, ძეხვი და ა.შ.).

ხორცეულიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ფრინველის ხორცზეა, ხოლო შემდეგ ღორისა და საქონლის ხორცზე.

2017-22 წლებში ხორცის მოხმარება საშუალოდ 1.8%-ით, ხოლო ხორცპროდუქტების მოხმარება 3.8%-ით გაიზარდა.

„ჩვენი პროგნოზით ხორცის მოხმარება მომავალი ხუთი წლის განმავლობაში (2023-27) წლიურად საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდება, ხოლო ხორცპროდუქტების მოხმარება 8.0%-ით. მოთხოვნის წარმმართველი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითი უნარისა და ტურიზმის ზრდა“, - ნათქვამია კვლევაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები