2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 642 543 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24 021 085 ათასი ლარია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ნოემბერში 2023 წლის ნოემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 0.04%-ითაა შემცირებული.
2024 წლის ოქტომბრის მონაცემებთან კი 2%-იანი კლებაა. ოქტომბერში სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8 832 502 ათასი დოლარი იყო.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 646 056 ათასი დოლარი იყო.
2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 271 153 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 22 988 842 ათასი ლარია.
ნოემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 264 498 ათასი დოლარია, ანუ 17 411 546 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი
5 საათის წინ
რამდენია საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი