დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენია საგარეო ვალი

რამდენია საგარეო ვალი

14-08-2023 19:00:59

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 595 986 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით   22 721 771 ათასი ლარია.

2022 წლის ივლისის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7 784 144 ათასი ლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 21 524 716 ათას ლარს უდრიდა.

მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 176 990 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 21 614 238 ათასი ლარია.

2023 წლის ივლისის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 065 998 ათასი დოლარია, ანუ 16 034 252 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:

აზიის განვითარების ბანკი (ADB),

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)

რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები