დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში რუსეთიდან იანვარ-ივნისში

რამდენი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში რუსეთიდან იანვარ-ივნისში

17-07-2023 15:30:29

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გასაჯაროებული სტატისტიკით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2 529 517 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა,

ეს მაჩვენებელი თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო 21%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელზე. პანდემიამდე პერიოდთან შედარებით აღდგენა 78.3%-ია.

ოფიციალური სტატისტიკით მიხედვით, პირველ და მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტებში -  თურქეთი (582 527 ვიზიტი) პირველია. ზრდა წლიურ ჭრილში 122%-ს აღემატება, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 16.6%-ია. მეორეა რუსეთი, საიდანაც 2023 წლის 6 თვეში 577 632 ვიზიტი განხორციელდა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 134%-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელ 16.5%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. მესამე ადგილზეა 397 116 ვიზიტით სომხეთი. წლიურ ჭრილში ზრდა 103%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 25.2%-ით ნაკლებია.

მეოთხეა ისრაელი, საიდანაც ორ კვარტალში ჯამში 106 530 ვიზიტი განხორციელდა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 26%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 38%-ით მეტია. მეხუთეა  აზერბაიჯანი, საიდანაც 85 777 ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 29.2%-ია, ხოლო 86.2%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.
 

საერთაშორისო ვიზიტორების ათეული - 2023 წლის 6 თვე: 

  • თურქეთი - 582 527 ვიზიტი, ზრდა 122%;
  • რუსეთი -  577 632 ვიზიტი, ზრდა  134%;
  • სომხეთი - 397 116 ვიზიტი, ზრდა 103%;
  • ისრაელი - 106 530 ვიზიტი, ზრდა 26%;
  • აზერბაიჯანი - 85 777 ვიზიტი ზრდა 29.2%;
  • უკრაინა - 67 040 ვიზიტი, კლება -5.4%;
  • ყაზახეთი - 57 771 ვიზიტი, ზრდა 27.3%;
  • ირანი - 50 932 ვიზიტი, ზრდა 36.8%;
  • ბელორუსი - 44 570 ვიზიტი, ზრდა 6.2%;
  • პოლონეთი - 36 103 ვიზიტი, ზრდა 139.4%.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის 6 თვეში რუსეთიდან 247,149 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2019 წელს, პანდემიამდე 691,587 ვიზიტორი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები