საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური პუბლიკაცია – „ქალი და კაცი საქართველოში 2022“ მოამზადა.
პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2022 წლის ძირითად ტენდენციებს.
პუბლიკაციის მიხედვით, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისათვის საქართველოში სულ 634 000 მოსწავლე იყო.
სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - 48% ქალი, 52% კაცი;
კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - 47% ქალი, 53% კაცი;
სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში - 43% ქალი, 57% კაცი;
კერძო პროფესიულ კოლეჯებში - 60% ქალი, 40% კაცი;
სტუდენტთა რიცხოვნობა 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისათვის 161 000 სტუდენტი იყო.
სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - 52% ქალი, 48% კაცი%;
კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - 52% ქალი, 48% კაცი.
წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქსტატი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკური გამოკვლევა.
უახლესი