დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი კომპანია სარგებლობს საქართველოში პირადი საგადასახადო მრჩეველის მომსახურებით

რამდენი კომპანია სარგებლობს საქართველოში პირადი საგადასახადო მრჩეველის მომსახურებით

08-01-2024 09:49:00

ამ დროისათვის, პირადი საგადასახადო მრჩეველის მომსახურებით 200 მსხვილი ობიექტი სარგებლობს. როგორც Business Insider Georgia შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, მაღალკვალიფიციური მომსახურების შეთავაზება და საგადასახადო რისკებზე დროული რეაგირება კომპანიის ძირითადი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას აუმჯობესებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელებს, მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის მიზნით, 2012 წლიდან,  პერსონალური მომსახურების სერვისი  Privé მიეწოდებოდა, რომელიც გულისხმობს  გადამხდელის მომსახურებას პირადი საგადასახადო მრჩევლის მეშვეობით.  მრჩევლის მოვალეობებში შედიოდა  დაინტერესებულ მხარეს, ზუსტი და თანმიმდევრული ინფორმაცია მიეღო საგადასახადო ვალდებულებების შესახებ.

აღნიშნული მომსახურება, გადასახადის გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურს შორის,  ხელშეკრულებით რეგულირდებოდა  და მისი მოქმედების ვადა  ერთ კალენდარული წელს შეადგენდა. მომსახურებით ყოველწლიურად   300-მდე  გადამხდელი სარგებლობდა, საიდანაც უმეტესობა „მსხვილი“ გადასახადის გადამხდელი ან მასთან დაკავშირებულ  ჰოლდინგში შემავალი იურიდიული პირი იყო.

2021 წლიდან შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მსხვილ გადამხდელთა ოფისი, რომლის მთავარი პრიორიტეტი მსხვილი ბიზნესის სპეციფიური მოთხოვნების გათვალისწინებითა და რისკის მართვის სისტემური მექანიზმების გამოყენებით,   ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ასამაღლებლად  ხელსაყრელი გარემოს შექმნა გახდა.  ანუ ახალი გამოწვევების წინაშე სერვისის შინაარსი კიდევ უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესდა. 

აღსანიშნავია, რომ მომსახურების მიწოდებისა და ორმხრივი კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, პირად საგადასახადო მრჩეველთა მომსახურება, მსხვილ გადამხდელთა ოფისში რეგისტრირებულ პირთათვის, სრულიად უსასყიდლოდ გახდა. ამ დროისათვის, მომსახურებით სარგებლობს 200 მსხვილი ობიექტი, რომელთა საქმიანობა კლასიფიცირდება სხვადასხვა ეკონომიკური ჯგუფის მიხედვით - საფინანსო, სამშენებლო, სათამაშო, სამედიცინო, სამრეწველო, ნავთობკომპანიები და ა.შ. 

მაღალკვალიფიციური მომსახურების შეთავაზება და საგადასახადო რისკებზე დროული რეაგირება აუმჯობესებს კომპანიის ძირითადი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ასევე აყალიბებს უწყებასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და ხელს უწყობს ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის დონის ამაღლებას“, - აღნიშნულია Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები