დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი დოლარი იყიდეს კომერციულმა ბანკებმა სავალუტო ბაზარზე

რამდენი დოლარი იყიდეს კომერციულმა ბანკებმა სავალუტო ბაზარზე

25-09-2023 18:00:05

აგვისტოს მონაცემებით, სავალუტო ბაზარზე რეზიდენტი კომერციული ბანკების მიერ შეძენილი დოლარი მოცულობამ 6,139.4 მლნ შეადგინა.

რეზიდენტი კომერციული ბანკებიდან აგვისტოში 480.1 მლნ დოლარის შესყიდვა განხორციელდა, ხოლო არარეზიდენტებიდან 4,179.9 მლნ დოლარის. 

იურიდიული პირებიდან შეძენილი დოლარის მოცულობამ აგვისტოში 965.9 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო შინამეურნეობებიდან 623.5 მლნ დოლარი. შესაბამისად საანგარიშო პერიოდში Bmatch-ზე სებ-ის წმინდა შესყიდვამ 110 მლნ დოლარი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სებ-ი დოლარის შესყიდვას ახდენდა უკვე სექტემბერში გაყიდვა მოიწია. ლარის სტაბილურობისთვის 20 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6841 შეადგინა. ასევე, 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები