დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ავტომობილია ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული

რამდენი ავტომობილია ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული

26-06-2023 12:00:07

2022 წლის მდგომარეობით ოფიციალურად რეგისტრირებული იყო 1 563,2 ათასი ავტომობილი. ეს მაჩვენებელი 2021 წლის მაჩვენებელთან 5%-იან ზრდას აჩვენებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოსათვის რეგისტრირებული ავტომობილების 85%-ი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. 2022 წლის სტატისტიკით ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 1 333,0 ათასი ავტომობილი. რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების 35%-ი კი თბილისშია თავმოყრილი. 

უფრო კონკრეტულად 2022 წლის ბოლოსთვის თბილისში რეგისტრირებული იყო 467,9 ათასი მსუბუქი ავტომობილი. ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების რაოდენობით მეორეა იმერეთი, სადაც გასული წლის სტატისტიკით 183,2 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული. 

ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან მსუბუქი ავტომობილების შემდეგ, მეორე ადგილზეა, სატვირთო ავტომობილები, რომელთა რაოდენობამაც 2022 წლის ბოლოსთვის 111,2 ათასი ერთეული შეადგინა. აქედან, სატვირთო ავტომობილების 24%-ი კი თბილისშია რეგისტრირებული.

2022 წლის სტატისტიკით ქვეყანაში რეგისტრირებული 1 563,2 ათასი ავტომობილიდან 1 333,0 ათასი იყო მსუბუქი ავტომობილი, 111,2 ათასი სატვირთო ავტომობილი, 64,6 ათასი სპეციალური დანიშნულების ავტომობილი, 54,3 ათასი  სამგზავრო (ავტობუსები და მიკროავტობუსები) და 0,1 ათასი უცნობია. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები