დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენი ადამიანია დასაქმებული სამშენებლო სექტორში

რამდენი ადამიანია დასაქმებული სამშენებლო სექტორში

16-05-2023 18:00:29

საქსტატის მონაცემებით 2022 წელს სამშენებლო სექტორში 108.6 ადამიანი იყო დასაქმებული, 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 94.4 ათასი შეადგინა. 

2020 წელს სამშენებლო სექტორში დასაქმეულთა რაოდენობა, პანდემიის გავლენის გამო 85.2 ათასამდე შემცირდა. 2019 წელს სექტორში 101.4 ადამიანი მუშაობდა. 

როგორ იცვლებოდა დასაქმების მაჩვენებელი სამშენებლო სექტორში - 2017-2022 წლები

2022 წელი - დასაქმებული 108.6 ათასი

2021 წელი - დასაქმებული  94.4 ათასი

2020 წელი -  დასაქმებული 85.2 ათასი

2019 წელი - დასაქმებული 101.4 ათასი

2018 წელი - დასაქმებული 98.8 ათასი

2017 წელი - დასაქმებული - 84.3 ათასი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს სამშენებლო სექტორის ბრუნვამ 10,8 მილიარდი შეადგინა. გამოშვებული პროდუქციის ღირებულებამ კი 11,9 მილიარდი ლარი.

საქსტატის მონაცემებითვე, სამშენებლო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2022 წლის მეოთხე კვარტალში 2537.7 ლარი იყო. 

წინასწარი მომაცემებით 2022 წელს სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $91.1 მილიონი შეადგინა. 

2022 წელს წინასწარი მონაცემებით მშპ-ში მშენებლობის სექტორის წილმა 11,6% შეადგინა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები