დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენ ლუდს ყიდულობს ქვეყანა - TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ლუდის იმპორტს ახდენს

რამდენ ლუდს ყიდულობს ქვეყანა - TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ლუდის იმპორტს ახდენს

26-07-2024 13:00:00

საქართველოში ლუდის იმპორტი 32%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 7,205,086.33 ლიტრი ლუდი იყიდა, რაშიც 8,077.63 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის ექვს თვეში კი ქვეყანაში 5,443,538.95 ლიტრი ლუდის იმპორტი დაფიქსირდა, რომლის საერთო ღირებულებაც 6,380.09 ათასი დოლარი იყო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოსთვის ლუდის ნომერ პირველი საიმპორტო ბაზარი გერმანიაა, სწორედ გერმანიიდან დაფიქსირდა მთლიანი ლუდის იმპორტის 30%-ი. მეორე ადგილზე კი რუსეთია.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ლუდი იყიდა:

  • გერმანია - 2,159,206.27 ლიტრი - 2,808.30 ათასი დოლარი;
  • რუსეთი - 1,172,721.82 ლიტრი - 1,019.36 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 1,157,901.68 ლიტრი - 903.37 ათასი დოლარი;
  • ჩეხეთი - 512,868.68 ლიტრი - 637.66 ათასი დოლარი;
  • უკრაინა - 442,609.00 ლიტრი - 178.76 ათასი დოლარი;

საქსტატის მონაცემებით, რომელიც ლუდის იმპორტს მაგალითზე მაჩვენებლები 2009 წლიდან არსებოს ირკვევა, რომ ლუდის იმპორტმა მაქსიმუმს 2009 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 17,170,850.07 ლიტრი ლუდი იყიდა. მას შემდეგ იმპორტი მეტ-ნაკლებად კლების ტრენდზეა. 

რაც შეეხება 2022-2023 წლების მაჩვენებლებს, ზრდა 9%-ია. 2022 წელს ქვეყანამ 10,706,418.51 ლიტრი ლუდი იყიდა, ხოლო 2023 წელს 11,668,753.19 ლიტრი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები