დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Ramboll-ის რეკომენდაციით თბილისში შესაძლოა, 2025 წლიდან პარკირების მოსაკრებელი შემოიღონ

Ramboll-ის რეკომენდაციით თბილისში შესაძლოა, 2025 წლიდან პარკირების მოსაკრებელი შემოიღონ

26-12-2023 12:00:00

თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, რომლის თანახმადაც შესაძლოა, თბილისში 2025 წლიდან პარკირების მოსაკრებლი, რომლის მიზანიცაა ქალაქის ყველაზე მჭიდრო რაიონებში ავტომობილით მგზავრობის შემცირება. 

„თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას ყოველდღიურად მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. მიუხედავად ამისა, იგი მზარდი სუბსიდიის წყალობით ოპერირებს, რაც ზღუდავს ქალაქის შესაძლებლობას გააფართოვოს, გაათანამედროვოს ან თუნდაც შეინარჩუნოს არსებული სისტემა იმავდროულად, საავტომობილო მოძრაობასა და პარკირებას თან ახლავს დამატებითი ხარჯები ქალაქისთვის ჰაერის ხარისხის გაუარესების, მიწის მნიშვნელოვანი მოხმარებისა და მისი მოქალაქეების მიერ დაკარგული დროის სახით.

ამრიგად, თბილისი იკვლევს ამ გარე ხარჯების კომპენსაციის ახალ გზებს, ამასთან ერთად ზრდის შემოსავლებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სუბსიდიის შესამცირებლად, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტების დასაფინანსებლად ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმდინარე ტარიფების შენარჩუნება/ შემცირებისთვის

შემოსავლის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა პარკირების მოსაკრებელი. პარკირების მოსაკრებელი არის დღიური გადასახადი, რომელიც ქუჩის მიღმა, არასაცხოვრებელი პარკირების ადგილების მფლობელებს ეკისრება, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, საოფისე ავტოფარეხები და ა.შ. გამოყოფილ ზონაში, მიუხედავად იმისა, სარგებლობენ თუ არა ისინი პარკირებით დღის განმავლობაში.

ეს არის სრულიად ახალი შემოსავლის ნაკადი ქალაქისთვის, რომელიც შეიძლება კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყოს.

ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ქალაქების პრაქტიკის მსგავსად, პარკირების მოსაკრებელი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ქალაქის ყველაზე მჭიდრო რაიონებში ავტომობილით მგზავრობის შესამცირებლად. პარკირების გადასახადით ასევე შეიძლება შემცირდეს ამ ადგილებში პარკირების ადგილების საერთო რაოდენობა, რაც გაათავისუფლებს სივრცეს სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებლად“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

პასუხისმგებლობა:

TUDA პასუხისმგებელია მიზანშეწონილობის კვლევის წარმართვაზე და პარკირების მოსაკრებლის განხორციელებაზე, საზოგადოებრივი კამპანიის ჩათვლით. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევას აფინანსებს ADB. პარკირების გადასახადის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგების გათვალისწინებით, პარკირების მოსაკრებლის დანერგვის შემდეგ, შესაძლოა ინსტიტუციურად TUDA-მ უხელმძღვანელოს სისტემას. ეს პასუხისმგებლობა.

მოიცავს ქონების მესაკუთრეთა და მათი ავტოსადგომების მონაცემთა ბაზის წარმოებას და უწყვეტ კომუნიკაციას. ქონების მესაკუთრეებისთვის ინვოისის გამოწერა და დებიტორული დავალიანების, დაგვიანებული გადახდების და ა.შ. აღრიცხვა სავარაუდოდ ფინანსთა სამინისტროს პასუხისმგებლობა იქნება, თუმცა ეს უნდა განისაზღვროს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევით. 

სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება

არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი სოციალური და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. პროექტით არ არის მოსალოდნელი მთლიანი საბიუჯეტო დანახარჯების შემცირება ტრანსპორტზე და შესაბამისად მას მიენიჭა ეკონომიკური ქულა - B. თუმცა იგი გაზრდის ქალაქის შემოსავალს, რითაც სავარაუდოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაფინანსდება.

ამასთან, პროექტით არ არის მოსალოდნელი რაიმე ზემოქმედება მისაწვდომობაზე, თუმცა იგი წაახალისებს ავტომობილის მოდალობის ცვლილებას და ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

ქალებს ექნებათ გაუმჯობესებული და უსაფრთხო გარემო სიარულისთვის და გაუმჯობესებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

დოკუმენტის თანახმად, თბილისში პარკირების მოსაკრებლის დანერგვა 2025 წლისთვის იგეგმება. 

რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, ჯამში 950,000 აშშ დოლარი დაიხარჯება. პარკირების მოსაკრებლის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა (ქუჩაში პარკირების მართვის კვლევასთან ერთად - 750,000 აშშ დოლარი;  დამატებითი კომუნიკაცია დაზარალებულ არასაცხოვრებელი ქონების მესაკუთრეებთან - 200,000 აშშ დოლარი; 

საოპერაციო ხარჯები

საოპერაციო ხარჯები პარკირების მოსაკრებლისთვის, როგორც წესი, 1-2 ახალი სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალის ხარჯია საჭირო. ქალაქის მასშტაბით პარკირების მოსაკრებლის შემოღებით შემოსავალმა შეიძლება წელიწადში 16.4 მილიონ ლარს (6.4 მილიონი აშშ დოლარი) მიაღწიოს1 , რაც სრულ განაკვეთზე დასაქმებული პერსონალის ხარჯებს დაფარავს. 

რა ღირს პარკირება თბილისში

იმისათვის, რომ თბილისში მუნიციპალურ სადგომზე ავტომობილი გააჩეროთ, აუცილებელია შესაბამისი აბონემენტის შეძენა. გარდა ამისა, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში მოქმედებს ზონალურ-საათობრივი გადახდის სისტემა.

parking.tbilisi.gov.ge არსებული მონაცემებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების 1 დღიანი საშვი 20 ლარი ღირს, ერთ კვირიანი 100 ლარი, 1 თვიანი -300 ლარი, 6 თვიანი -500 ლარი, ერთ წლიანი 800 ლარი. 

რაც შეეხება პარკირების საშვებს მუნიციპალურ ავტოსადგომებზე - 1 კვირიანი პარკირების საშვი - 4 ლარი ღირს, 6 თვიანი 25 ლარი, ხოლო ერთწლიანი ფასი 50 ლარია.  

მოქალაქეს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, იყიდოს ზონალური პარკირების აბონემენტი ან არ იყიდოს და გადაიხადოს საათობრივად, ამასთან ისარგებლოს 50-ლარიანი აბონემენტით არაზონალურ პარკინგებზე. 

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.

ამ ეტაპზე ასეთი პარკირების ზონები დედაქალაქის რამდენიმე უბანში ფუნქციონირებს, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც 1-საათიანი პარკირების ღირებულება 1 ლარია. ამასთან, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.

ზონალურ-საათობრივ სადგომზე პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებისთვის.

ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ.

აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული. პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარს შეადგენს.

რამდენი საპარკინგე ადგილია თბილისში 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის  ინფორმაციით, დედაქალაქში არის 9 418 ზონალურ-საათობრივი 18 249 სტანდარტული საპარკინგე ადგილია, რაც ჯამში 27 667 შეადგენს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები