დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამ გამოიწვია „თელასის“ განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობის ზრდა - კომპანიის განმარტება

რამ გამოიწვია „თელასის“ განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობის ზრდა - კომპანიის განმარტება

14-07-2023 18:15:07

2023 წლის პირველ ნახევარში კომპანია „თელასმა" 1,706 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,8% (109 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2022 წლის ამავე  პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. 

სს „თელასი"-ს აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის ივნისის თვის მდგომარეობით 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,3%-ით (23,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 738,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 662,8 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 75,7 ათასი – იურიდიური პირი. 

2023 წლის ექვსი თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 763 კმ შეადგინა, რაც 3,8%-ით (250 კმ-ით) აღემატება 2022 წლის ექვსი თვის მაჩვენებელს (6 513 კმ).

„კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები